planetanews Posted July 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/mamuka_baliashvili1-300x256.jpgპოლიტიკური პარტია “სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზის” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ბალიაშვილი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე 5 ივლისს, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემაში “აკრედიტაციის გარეშე” გასულ სიუჟეტს შეეხო.“აქტივისტის განცხადებით, მისი ოფიციალური დამსაქმებელი #32 საჯარო სკოლაა, თუმცა სკოლაში მიღებული ანაზღაურების სანაცვლოდ, იგი შრომას პოლიტიკური გაერთიანება “ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ ეწევა. გარდა ამისა, ქალბატონი კამერასთან საუბრისას ადასტურებს, რომ #32 სკოლაში მიღებულ გასამრჯელოზე “ნაციონალური მოძრაობა” დანამატის სახით, დადიანის #105 მდებარე ოფისში მას ხელზე აძლევს გარკვეულ თანხას, რაც ოფიციალურ ხელფასად არ აღირიცხება და კანონის შესაბამისად არ იბეგრება. ის ასევე საუბრობს არჩევნების გაყალბების მექანიზმებზე, მისი განცხადებით მოთხრობილ კანონდარღვევებში საკრებულოს წევრი მამუკა გუგეშაშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ სამადაშვილი მონაწილეობენ”, – განაცხადა მამუკა ბალიაშვილმა.ამასთან, ბალიაშვილი დაინტერესდა ფლობს თუ არა უწყება ინფორმაციას აღნიშნული ვიდეოჩანაწერის შესახებ და დაწყებულია თუ არა გამოძიება.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts