Jump to content
Planeta.Ge

from opinion.ge- სტივენ რეიკინმა საქართველოს შესახებ ისაუბრა


Recommended Posts

http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/metekhi-300x200.jpgროგორც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის დირექტორმა სტივენ რეიკინმა განაცხადა, საქართველო თანმიმდევრულ რეფორმებს ატარებს როგორც სასამართლო, ასევე საკანონმდებლო სფეროში.

რეიკინი სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” ფორუმს ესწრება, რომელიც ეხება დემოკრატიული და გამჭვირვალე სასამართლო ადმინისტრირების ხელშეწყობას. ფორუმს ასევე ესწრება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა კი აღნიშნა, რომ არასამთავრობოთა კოალიციასთან გასულ წელს დაიწყეს შეხვედრები და ამან კარგი შედეგი გამოიღო.

“ეს თანამშრომლობა იყო საკმაოდ ნაყოფიერი. ჩვენ მომავალშიც დაგეგმილი გვაქვს გარკვეული თანამშრომლობა სისტემის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით. რიგ საკითხებზე ჩვენ ჩვენი არგუმენტები გვაქვს, არასამთავრობოებს თავისი, ალბათ ნაწილზე შევთანხმდებით, მაგრამ იქნება საკითხები, რომელზეც შეიძლება გაგვიჭირდეს საბოლოო შეთანხმება”, – კუბლაშვილმა.

opinion.ge

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...