planetanews Posted July 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/jishkariani.jpgროგორც “სამოქალაქო ფრონტის” ლიდერმა ჯაბა ჯიშკარანმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, “საქართველოს ხელისუფლებას მთელი მსოფლიოს თვალში ლეგიტიმურობა დაკარგული აქვს”.ჯიშკარიანის თქმით, “სააკაშვილის რეჟიმმა აჩვენა, რომ არაფრით განსხვავდება იმ კომუნისტურისგან, რომელთა ჯარისკაცებიც გამნაღმველთა ნიჩბებით უჩეხავდნენ თავს საქართველოს მოქალაქეებს 1989 წლის 9 აპრილს იმავე ადგილას”.“ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ხარჯავს ხალხის ფულს დამსჯელი პოლიციური ბატალიონის და სპეცდანიშნულების დანაყოფის აღჭურვაში, რათა შემდგომ ისინი საკუთარ მშიერ, შეურაცხყოფილ ხალხს გაუსწორდნენ. დანაშაულებრივმა ხელისუფლებამ საკადრო ცვლილებებით საქართველოს მოსახლეობას პირდაპირ მიანიშნა, რომ მის ხელთ არსებული ყველანაირი ხერხით ეცდება, გააყალბოს არჩევნები და დაუპირისპირდეს საქართველოს მოსახლეობას, რაც ნიშნავს საკუთარი ხალხისთვის ფაქტიურად ომის გამოცხადებას. ჩვენ, ისევე, როგორც უამრავი ახალგაზრდა მზად ვართ, მივიღოთ ეს გამოწვევა და ჩვენი სამშობლოს და ღირსების დასაცავად დავდგეთ”, – განაცხადა ჯიშკარიანმა. მისივე აღნიშვნით, “დანაშაულებრივი ხელისუფლების განსაკუთრებულ გაბოროტებას ხალხის თავისუფალი ხმა იმსახურებს”.“სწორედ ეს არის მიზეზი ხელისუფლების ისტერიისა და იმ არაადექვატური ნაბიჯების, რომლებიც ამ ბოლო დროს სამთავრობო რგოლში ადგილების გადანაწილებას ეხება. სრულიად საქართველოს ახალგაზრდობა უნდა იყოს მზად, ამ პროცესებში ჩაერთოს, რათა თავისი არჩევანი და მომავალი თავისუფლება დაიცვას. ჩვენ სრულიად გაცნობიერებული გვაქვს ის, თუ როგორ ემზადება ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად, რასაც სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, არ შევეგუებით”, -განაცხადა ჯიშკარიანმა.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts