Jump to content
Planeta.Ge

from opinion.ge- მამუკა კაციტაძემ “კარდაკარის” წინასწარი მონაცემები წარადგინა


Recommended Posts

http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/siebis-dazusteba.jpgპროექტს “კარდაკარის” წინასწარი მონაცემები ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ წარადგინა.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ კომისიამ მიზნად დაისახა, გადაემოწმებინა 3 მილიონ 464 ათას 683 ამომრჩეველი. რეგისტრატორების მიერ გადამოწმდა საქართველოს მოქალაქეების 3 მილიონ 437 ათას 314 საქართველოს მოქალაქე, რაც საერთო რაოდენობის 99,2%-ია, თუმცა ვერ გადამოწმდა დაახლოებით 27 ათასი საქართველოს მოქალაქე.

“დამისამართების პრობლემის გამო დედაქალაქში, მედია ჩახავას ქუჩაზე ვერ განხორციელდა ჩვენი რეგისტრატორების შესვლა. რადგან დამისამართება მოხდა პროექტის შემდგომ, სიები გაცემული იყო ძველ მისამართზე. ეს მისამართი ჩვენი კომისიისა და მისი რეგისტრატორებისათვის დამატებითი ზრუნვის საგანი გახდება.

არის კიდევ 4 უბანი, სადაც ვერ მოხერხდა რეგისტრატორების შესვლა – გორის რაიონის სოფელი ზადეაანთკარი და საჩხერის რაიონის სამი სოფელი სინაგური, თართმანი და ჯალაბეთი, სადაც განთავსებულია რუსული საოკუპაციო ჯარის ბლოკპოსტები”, – აღნიშნავს კაციტაძე.

კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, “კარდაკარის” სამუშაობი დაიყო 2 ნაწილად – უზუსტობების დადგენა და განსაზღვრა და საქართველოს მოქალაქეეების სტატუსებად დაყოფა.

“პირად მონაცემებში უზუსტობები გასწორდა დაახლოებით 40 ათას ამომრჩეველთან მიმართებაში, რაც საერთო რაოდენობის, 2,5%-ია. რაც შეეხება ახალ ჩანაწერს, ე.წ “გამოტოვებულ მოქალაქეებს”, “კარდაკარის” დროს ე.წ დამატებით რეესტრი შეყვანილი იქნა დაახლოებით 65 ათასი ამომრჩეველი. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა 16 ათასი გარდაცვლილი, რომელიც ჩარჩენილი იყო ამომრჩეველთა ერთიან სიაში. “კარდაკარის” შედეგად, კომისიამ საზღვარგარეთ მყოფთა კატეგორიაში შეიყვანა მინიმუმ 300 ათასი მოქალაქეს, ე.წ. “მიწერილების” კატეგორიაში 135 ათასი მოქალაქე მოხვდა. ჯამურად ეს სამი სტატუსი დაახლოებით 450 ათას საქართველოს მოქალაქეს მოიცავს, რომელზეც შესაბამისი რეაგირება განხორციელდა”, – აღნიშნავს კაციტაძე.

კაციტაძის ინფორმაციით, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისია “კარდაკარის” შედეგების საბოლოო ვარიანტს 1 აგვისტოს გახდის საჯაროს.

opinion.ge

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...