planetanews Posted July 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/DSC_06131-300x200.jpgისტორიულ ტაო–კლარჯეთში ქართული ძეგლების მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. განსაკუთრებით საგანგაშოა ქართული კულტურის ერთ–ერთი ბრწყინვალე ძეგლის ოშკის მდგომარეობა, რომელიც გადაუდებელ ყურადღებას საჭიროებს. არანაკლებ ცუდ მდგომარეობაშია იშხნის მონასტერი და სხვა ქართული ძეგლებიც, რომლებიც მრავალად არის ამ მხარეში. იშხანი:http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/DSC_06191-300x200.jpghttp://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/DSC_0627-300x200.jpghttp://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/DSC_0628-300x200.jpghttp://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/DSC_06521-300x200.jpg დავით ხოშტარია–ხელოვნების ისტორიკოსი„ოშკის მონასტრის ჩრდილო–დასავლეთით გუმბათქვეშა აფრაში არსებული ბზარი ყოველ წუთს ქმნის გუმბათის ჩამოქცევის საფრთხეს. რა თქმა უნდა, საჭიროა გადაუდებელი მოქმედება ამის თავიდან ასაცილებლად. მე მაქვს ინფორმაცია თურქი კოლეგებისგან, რომ წელს დაიწყება მუშაობა ოშკის ტაძარში, თუმცა ეს იქნება საპროექტო სამუშაოები, თუ რა უნდა გაკეთდეს მომავალში. რაც შეეხება ფიზიკური სამუშაოების დაწყებას, წელს არ მაქვს მაგის იმედი. რა თქმა უნდა, იშხანშიც არ არის კარგი მდგომარეობა. იქაც მარტო გუმბათქვეშა ბურჯებია, კამარები კი ჩამონგრეულია. ნალექების ( თოვლის, წვიმის) დროს კედელის დანგრევის საფრთხე მუდმივად იზრდება. არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხარე აღადგენს ამ ძეგლებს. მთავარია ჩატარდეს გამაგრების სამუშაოები, რომ შენობა არ დაინგრეს.“ ოშკი: http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/DSC_04971-300x200.jpghttp://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/DSC_04872-300x200.jpghttp://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/DSC_05361-300x200.jpghttp://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/DSC_05291-300x200.jpg გიორგი ბაგრატიონი–ხელოვნების ისტორიკოსი„თვე–ნახევრის წინ ვიყავი ტაო–კლარჯეთში და ვნახე ტაოს ძეგლები, მათ შორის ოშკი და იშხანი. მათი მდგომარეობა სავალალოა, აღდგენა კი აუცილებელია და თავისთავად კარგი იქნება. იშხანში პატარა სარემონტო სამუშაოები ჩატარდა 10 წლის წინ სავარაუდოდ თურქეთის კულტურის სამინისტროს დაკვეთით, რაც სარესტავრაციო პრინციპების დარღვევით მოხდა. აკრული აფსიდის საკურთხევლის ქვედა ნაწილი არასწორად აღადგინეს. რა თქმა უნდა, უმჯობესია დროულად მივხედოთ იქ არსებულ ქართულ ძეგლებს, რომ სწორად მოხდეს მათი აღდგენა.“ ხანძთის მონასტერი: http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/DSC_0939-300x200.jpghttp://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/DSC_0912-300x200.jpg ბანა:http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/DSC_0116-300x200.jpg ნონა გედენიძეopinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts