planetanews Posted July 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/axali-memarjveneebis-axali-logo1-300x198.jpgროგორც “ახალი მემარჯვენეების” ზესატაფონის რაიონული ორგანიზაციის და საკრებულოში “ახლების’ ფრაქციის ხელმძღვანელი კახა შავგულიძე აცხადებს, მას „”ინფო-9“-ს ჟურნალისტ ნატალია დუგლაძისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა დაუშვებლად მიაჩნია“.“ბოლო დღეებში საზოგადოებამ მედია-საშუალებებით “ინფო-9″-ს ჟურნალისტის ნატალია დუგლაძის მიმართ განხორციელებული აგრესია იხილა, რაც მისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლასა და მის მიმართ არაეთიკურ გამოხტომებში გამოიხატა. ამასთან ერთად, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, სრულიად გაურკვეველი მიზეზით ნატალია დუგლაძე და სხვა ჟურნალისტები ზესტაფონის საკრებულოს ოფიციალურად ღია სხდომაზე არ დაუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, გარკვეული პრეტენზია გვქონდეს “ინფო-9″-ს ჟურნალისტთან მის მიერ მომზადებული მასალის ობიექტურობასთან დაკავშირებით, ჟურნალისტზე ამგვარი მეთოდით ზემოქმედების მოხდენა და მისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა სრულიად დაუშვებლად მიგვაჩნია. ეს არც ეთიკურ და არც სამართლებრივ სტანდარტებში არ ჯდება. ამაზე რეაგირება სათანადო ორგანოებს მართებთ”, – განაცხადა შავგულიძემ.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts