planetanews Posted July 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/bachuki-qardava-300x253.jpgროგორც ედპ-ს ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, იგი ხელისუფლებას მოუწოდებს, “დასაქმების პრობლემა ვირტუალურ საქართველოში და აბსტრაქტულ დროში კი არ მოაგვაროს, არამედ აქ და ახლავე”.“ჩვენ ხელისუფლებისგან უმუშევრობის დაძლევის კონკრტული მექანიზმი ჯერ არ მოგვისმენია, ამიტომ მოვუწოდებთ მათ, რომ დასაქმების პროგრამა ვირტუალურ საქართველოში და აბსტრაქტულ დროში კი არ უნდა მოაგვაროს, არამედ აქ და ახლავე”, – განაცხადა ქარდავამ. მოსახლეობამ ედპ-ის ლიდერთან შეხვედრაზე საბანკო დავალიანებებთან დაკავშირებულ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება და მოსახლეობას ედპ-ის ინიციატივა გააცნო.“ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობთ, ისეთი მექანიზმი შემუშავდეს, რომლის საშუალებითაც უნდა მოხდეს ამ ადამიანებისთვის საბანკო დავალინებების ჩამოწერა და მხოლოდ ძირი თანხის გადახდა იყოს მათთვის შესაძლებელი”, – განმარტა ქარდავამ .ბაჩუკი ქარდავამ “დიასახლისის სოციალური სტატუსის“ შესახებაც ისაუბრა.“ეს არის საკითხი, რომელიც ყველა დიასახლისისთვის ერთნაირად მისაღები და აუცილებელია, რადგან ყველა ქალბატონს, რომელიც შვილების მოვლითა და ოჯახზე ზრუნვითაა დაკავებული, არ აქვს შესაბამისი შემოსავალი, რომ ოჯახი არჩინოს და არ აქვს სამუშაო, მათთვის სახელმწიფომ დიასახლისის სოციალური სტატუსი უნდა შემოიღოს, რომელიც მათ სოციალურ მდგომარეობას დასაქმებული მოქალაქის სოციალურ მდგომარეობასთან გაათანაბრებს”, – აღნიშნა ქარდავამ.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts