planetanews Posted July 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/tina-xidasheli-300x243.pngდღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა ევროპის პარლამენტში 4 ივლისს საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე გამოსვლების ამონარიდები წარმოადგინა. კერძოდ, დებატები ევროპის პარლამენტში იმ მოხსენების გარშემო წარიმართა, რომელიც ევროპის საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეას მავერინიუსმა, საგარეო საქმეთა უმაღლესი კომისრის და ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტის ქეთრინ ეშტონის სახელით წარმოადგინა.“პრეზიდენტმა ბაროსომ, კომისარმა ფულემ და თავისთავად ქეთრინ ეშტონმაც პრეზიდენტ სააკაშვილთან ბრიუსელში შეხვედრების დროს ხაზგასმით აღნიშნეს თანაბარი პოლიტიკური კონკურენციის და არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოოდეს. გადამწყვეტი მნიშვნელობა საარჩევნო პროცესში ხალხის ნდობას მიენიჭება. პლურალისტული არჩევნები საჭიროებს ძლიერ, სანდო და სერიოზულ ოპოზიციას, რომელიც საარჩევნო პროცესში მონაწილეობს და კონსტიტუციასა და კანონს პატივს სცემს. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მთავრობა ცდილობს, ხელი შეუშალოს ოპოზიციის ლიდერს ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში; იყენებს ყველა რესურს მის წინააღმდეგ და პარტიის დაფინანსების და ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებული კანონები გამოიყენება ცალმხრივად. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ კანონმდებლობა ტრანსპარენტულად და სწორედ იყოს გამოყენებული, რათა არჩევნებთან დაკავშირებით ყველანაირი ეჭვი აღმოიფხრას. მეორე მხრივ, არის მოსაზრება, რომ ივანიშვილი საარჩევნო მიზნებისთვის არათანაბარ ფინანსურ რესურსს იყენებს. ეს ლეგიტიმური შეშფოთების საფუძველს წარმოადგენს. კიდევ ერთხელ ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ დემოკრატიული კონკურენცია გულისხმობს თანაბარ პირობებს ყველა მოთამაშისთვის და ამომრჩევლის ხმების მოსყიდვის შეუძლებლობას. ჩვენი ყურადღება განსაკუთრებით მიქცეულია მედიის თანაბარ ხელმისაწვდომობაზე. კარგად არის ცნობილი, რომ ორი სახელისუფლებო არხი სარგებლობს გაცილებით დიდი დაფარვის ზონით, ვიდრე – კრიტიკულად განწყობილი სატელევიზიო არხები. ჩვენ მოვიწონეთ პარლამენტის გადაწყვეტილება წინასაარჩევნო პერიოდში “მასტ ქერი – მასტ ოფერ”-ის პრინციპის ამოქმედებასთან დაკავშირებით და ამ საკითხთან დაკავშირებით, ვაპირებთ სამომავლოდ ამ საკითხის კიდევ გადახედვასა და გაძლიერებას”, – ნათქვამია მოხსენებაში.“მე ვთხოვ ჩემს კოლეგებს, არ გადაამეტონ, მაგრამ არც დააკნინონ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მნიშვნელობა. ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ პოლიტიკური ომი მიმდინარეობს და ორივე მხარე სავსე იარაღს იყენებს. თუ გინდათ დაეხმაროთ საქართველოს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, მოქმედების დრო არის ახლა და არა – არჩევნების დღეს”, – განაცხადა ევროპის პარლამენტის წევრმა კრისტიან ვიგენინმა. ბრიტანელი ლეიბორისტი რიჩარდ ჰიუიტი: “თავისუფალი არჩევნები ძალადობისგან თავისუფალ კამპანიას ნიშნავს. სწორია, რომ წინასწარ ვაყენებთ საკითხს და ვსვამთ კითხვებს დაპატიმრებების, საკუთრების ჩამორთმევის, მედიაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობის შესახებ მომავალი არჩევნების წინ. რა თქმა უნდა, საკაბელოების მიერ ისეთი ტელევიზიის მთელი პაკეტების ამოღება, რომელიც ოპოზიციურ აზრს ავრცელებს, აბსოლუტურად მიუღებელია”. ლიბერალების ფრაქციის წევრი ნორიკა ნიკოლაი: “მე ვესაუბრე პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც შეშფოთებული ჩანდა, რომ მას პირველად გაუმოუჩნდა რეალურად ერთიანი ოპოზიცია. მე გუშინ მოვისმინე ბრალდებები, მაგრამ ვიცი, რომ ყველაფერი არ არის დამტკიცებული. მაგრამ მინდა, აღვნიშნო, ჩემი ჯგუფის სახელით, რომ დემოკრატია არ არის ომი სატელიტურ სადგურებსა და ბრძოლა მედიას შორის, არამედ ეს არის, როცა ერთზე მეტი ტელევიზია გამოხატავს აზრთა სხვადასხვაობას მედიის საშუალებით. ეს არის საშიშროება სიმართლის მონოპოლიზაციაზე, რაც საშიშია დემოკრატიისათვის. ვფიქრობ, რომ ოპოზიციის ლიდერი, რომელიც ძალზედ მდიდარი კაცია, არ არის კანონდარღვევა, რადგან სიმდიდრე ან სიღარიბე არც მანკიერებას და არც ღირსებას არ წარმოადგენს და არ უნდა იყოს ეჭვისა და შეშფოთების საგანი.სოციალ-დემოკრატი ლიბორ როუჩეკი: “ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა მატულობს. მინდა, ვუთხრა ჩვენს ქართველ მეგობრებს, ორივე მხარეს, ოპოზიციასა და მთავრობას, რომ საქართველოს სიტუაციის დამშვიდება სჭირდება და უნდა შეიქმნას სამართლიანი და თავისუფალი წინასაარჩევნო გარემო პირობები, ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ყველა პოლიტიკურ თუ ოპოზიციურ ჯგუფს, კოალიციის ჩათვლით, უნდა ჰქონდეს თავისუფალი წვდომა მედიაზე, რადგანაც ეს არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, ღია და სამართლიანი, რადგან ეს საქართველოსათვის გადამწყვეტი იქნება, მოლაპარაკების გასაგრძელებლად”.ინგლისელი კონსერვატორი რიჩარდ ჰუიტი: “მინდა, მივმართო ჩემს კოლეგებს ევროპის სახალხო პარტიიდან. როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვენს პარტიას ნაციონალური მოძრაობა მომავალ კვირას ბათუმში დაგეგმილი აქვს კონფერენცია, რომელსაც შესაძლებელია, ისეთი ინტერპრეტაცია მიეცეს, რომ მისი მიზანია, სააკაშვილის პარტიას დაეხმაროს. ამ პარლამენტში ჩვენი როლია, ხელი შევუწყოთ დემოკრატიის განვითარებას და ამას ნამდვილად ვერ გავაკეთებთ კარგად, თუ აღმოჩნდება რომ მესამე ქვეყანაში, არჩევნების დროს, ერთი პარტიის წარმატებაზე მუშაობთ”. მწვანეთა ფრაქციის წევრი ულრიკე ლუნაჩეკი: “რაც მე პირადად მაფიქრებს და რაზეც უნდა წარიმართოს ჩვენი დებატი, ესაა, გავაფრთხილოთ ქართველები – როგორც მთავრობა, ასევე ოპოზიცია, რომ სიტყვების ომი და გაუმჭვირვალე პირობები საქართველოს სახეს აზიანებს არა მხოლოდ ამ პარლამენტში, არამედ – საერთოდ ევროპაში და თავად საქართველოშიც. პირადად მეც არ მიყვარს პოლიტიკაში მოსული ოლიგარქები, მაგრამ ვინმეს კუთვნილი ფულის რაოდენობა მის განმსაზღვრელ კრიტერიუმად არ უნდა იქცეს. აქ მთავარია სამომავლო ხედვები და როგორც ჩემმა კოლეგამ აღნიშნა, ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა დემოკრატიის გაუმჯობესება. რაც მაშფოთებს, არის ქვეყნის ციხეების გადატვირთულობა. დიახ, დანაშაული შემცირდა, მაგრამ ამას წინათ შევიტყვეთ, რომ ორ პოლიტიკურ აქტივისტს, 35 და 45 დღიანი პატიმრობა მიესაჯა. ასეთი რამ, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, არ უნდა ხდებოდეს”.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts