planetanews Posted July 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/koka-guncadze.jpgროგორც “ამომრჩეველთა ლიგის” თავმჯდომარემ კოკა გუნცაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მამუკა კაციტაძის განცხადებები აბსურდი და დემაგოგიაა“.“ამომრჩეველთა სია არის ერთადერთი, რეესტრის მიერ გადამოწმებული, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა. ამასთან, ეს სიები არის კაციტაძის კომისიის მიერ გადმოცემული, ჩვენ სწორედ ამ სიებში ვადგენთ უზუსტობებს. პრობლემა სხვა რამეშია, კაციტაძის კომისია სტატისტიკის მიმდინარე მონაცემებს არ აცხადებს, თუ რატომ არ აკეთებს ამას, ეს კითხვა თავად კაციტაძეს დაუსვით. მის მიერ გაკეთებული განცხადებები არის აბსურდი და სრული დემაგოგია. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ჩვენ ვაცხადებთ ფაქტებს, კაციტაძემ კი გააკეთოს კომენტარები”, – განაცხადა გუნცაძემ.ამასთან, გუნცაძემ პოლიტიკური პარტიების კარდაკარის თემასაც შეეხო . “მათ ამომრჩეველთა იდენტიფიკაცია აინტერესებთ, მხარდამჭერების გადმობირება სურთ და ეს სხვა მისიაა, ჩვენ კი სხვა მისიით ვამოწმებთ. ჩვენი ერთადერთი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ამომრჩეველთა სია დავაზუსტოთ”, – განაცხადა გუნცაძემ.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts