Jump to content
Planeta.Ge

tabula.ge: საქართველოს მოქალაქეთა 99%-ისთვის გასულ წელს ქრთამი არცერთხელ არ მოუთხოვიათ


Recommended Posts

დღეს, სას­ტუმ­რო რე­დი­სონ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის შე­სა­ხებ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. პრე­ზენ­ტა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ვა­შა­ძემ და სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩმა ფი­ლიპ დი­მიტ­როვ­მა გახ­სნეს.

უახ­ლე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვის ,,ევ­რო­ბა­რო­მეტ­რის’’ შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა 99%-ის­თვის გა­სულ წელს ქრთა­მი არ­ცერ­თხელ არ მო­უთ­ხო­ვი­ათ. ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პის მას­შტა­ბით პირ­ველ ად­გილ­ზეა.

ამა­ვე კვლე­ვის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან შე­და­რე­ბით, ოთ­ხჯერ ნაკ­ლე­ბად აწ­ყდე­ბი­ან კო­რუფ­ცი­ას ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში. 

,,სა­ქარ­თვე­ლომ ფაქ­ტობ­რი­ვად შეც­ვა­ლა ის წარ­მოდ­გე­ნა, თით­ქოს კო­რუფ­ცი­ის და­მარ­ცხე­ბა რთუ­ლია. თუ მო­ინ­დო­მებ ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კე­თო. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გი.’’-გა­ნაც­ხა­და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი ასე­ვე  წარ­მო­ად­გნეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა – EBRD ,IFC და სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭვირ­ვა­ლო­ბა – სა­ქარ­თვე­ლო.

სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭვირ­ვა­ლო­ბა – სა­ქარ­თვე­ლოს 2010 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 77% მი­იჩ­ნევს, რომ ქვეყ­ნის მთავ­რო­ბის  მი­ერ კო­რუფ­ცი­ას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ეფექ­ტუ­რია, რაც ევ­რო­პა­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, NATO-ს წევ­რო­ბის მსურ­ველ ევ­რო­პულ ქვეყ­ნებს შო­რის სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლია.

,,კვლე­ვის შე­დე­გებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­დეგს მი­აღ­წია. მო­სახ­ლე­ო­ბის მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტი ამ­ბობს, რომ ფი­ნან­სურ სტრუქ­ტუ­რებ­ში, მთავ­რო­ბა­ში, იუს­ტი­ცი­ის სფე­რო­ში კო­რუფ­ცია არ არის. ეს კარ­გი მიღ­წე­ვაა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ისე ჩვენ­თვის.”-აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩმა ფი­ლიპ დი­მიტ­როვ­მა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • შექმენი...