Jump to content
Planeta.Ge

tabula.ge: ევროპარლამენტის დეპუტატების facebook-ის გვერდებზე ქართველები აქტიურობენ


Recommended Posts

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის პო­ლო­ნე­ლი დე­პუ­ტა­ტის კშიშ­ტოფ ლი­ზე­კის Facebook-ის კე­დელ­ზე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რო­ბენ. მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბა დე­პუ­ტა­ტის მი­ერ  ვი­დე­ოს და­დე­ბას მოჰ­ყვა, რო­მე­ლიც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში გუ­შინ გა­მარ­თულ დე­ბატ­ზე გა­მოს­ვლას ასა­ხავს. დე­ბა­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო სი­ტუ­ა­ცი­ას ეხე­ბო­და, მას­ზე ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე გა­კეთ­და.

მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, რო­მელ­თაც ვი­დე­ოს ქვეშ კო­მენ­ტა­რი და­ტო­ვეს, დე­პუ­ტა­ტის გა­მოს­ვლით უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი არი­ან. რო­გორც კო­მენ­ტა­რე­ბი­დან ჩანს, მა­თი უმ­რავ­ლე­სო­ბა თავს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რად მო­ი­აზ­რებს.

ლი­ზეკს, რო­მელ­საც სხვის საქ­მე­ში „ცხვი­რის ჩა­ყო­ფას“ საყ­ვე­დუ­რო­ბენ, მრავ­ლად ერ­გო უსირ­ცხვი­ლოს , საქ­მე­ში ჩა­უ­ხე­და­ვი­სა და არა­ო­ბი­ექ­ტუ­რის ეპი­თე­ტე­ბი. ზო­გი­ერ­თმა კი მთე­ლი პო­ლო­ნე­ლი ერი იმა­შიც და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რომ მათ „ბა­რი­გო­ბა“ სის­ხლში აქვთ.

საყ­ვე­დუ­რე­ბი გა­მო­ით­ქვა კი­დევ ერ­თი დე­პუ­ტა­ტის, ვილ­ფრედ მარ­ტენ­სის facebook-ის კე­დელ­ზე.

გა­მოჩ­დნენ ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც დე­პუ­ტა­ტებს მად­ლო­ბას უხ­დი­ან სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­დამ­ჭე­რის­თვის.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დე­ბა­ტე­ბის შემ­დეგ ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა თი­ნა ხი­და­შელ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია მა­ეს­ტრო­ზე ჩარ­თვი­სას გა­ნაც­ხა­და, რომ დე­ბა­ტებ­ზე ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის მხო­ლოდ ერ­თი დე­პუ­ტა­ტი, ლიტ­ვის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვი­ტა­უ­ტას ლან­დსბერ­გი­სი იყო „საკ­მა­ოდ არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი“, ხო­ლო „ყვე­ლა სხვა და­ნარ­ჩე­ნი გა­მოს­ვლა იყო მეტ­ნაკ­ლე­ბად და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი“. არა­ა­დეკ­ვა­ტურ­თა რიცხვს დღეს სხვა დე­პუ­ტა­ტე­ბიც და­ე­მატ­ნენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ვი­ტა­უ­ტას ლან­დსბერ­გისს, ის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ლიტ­ვის პირ­ვე­ლი მმარ­თვე­ლია. 1990 წელს იგი უძ­ღვე­ბო­და პარ­ლა­მენ­ტის სე­სი­ას, რო­მელ­ზეც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის­გან ლიტ­ვის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გა­მოც­ხად­და. ით­ვლე­ბა, რომ სწო­რედ ლან­დსბერ­გის­მა ითა­მა­შა ერთ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლა­ში.

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...