planetanews Posted July 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2012 ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს სპორტსმენებს შეხვდა.მან მადლობა გადაუხადა შეკრებილებს: „მთავარი არის ეს – ესეთი ბუნებრივი შეკრება ამდენი გამოჩენილი ადამიანის. ესეთი თავმდამბლური დამოკიდებულება დღევანდელი გაჭირვებული სიტუაციისადმი. ქართველები ამაყი ხალხი ვართ, ასე თავმდაბლურად მოხვედით ამდენი გამარჯვებული. მე განვიცდი, რომ მე ცალ მხარეზე ვარ და ამდენი გამარჯვებული მეორე მხარეს ზიხართ. ამით ვაჩვენეთ ჩვენ სიბრძნე და სიბრძნის ნაწილი იყო თქვენი დღევანდელი თავმდაბლური შეკრება„.ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის ლიდერმა სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.„ ჩამოყალიბებული მაქვს, რა სხვაობაა ცივილიზაციასა და კულტურას შორის და რა მნიშნველობა აქვს ერის ასაკს“ – განაცხადა ივანიშვილმა – „ამაზე მაქვს მე აგებული თეორია და დღესაც ვთვლი, რომ ერის ასაკს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ქართველებს მრავალსაუკუნოვანი უწყვეტი კულტურა გვაქვს. როგორც ადამიანი ასაკში ბრძენდება, ისე სჭირდება, ჩემი აზრით, ერსაც ასაკი. ამ მხრივ ქართველები ვართ გამორჩეული. ჩვენი დღევანდელი ქმედება ამით აიხსნება – ჩვენ ვართ ასაკში შესული ერი, ძალიან ბევრი გვინახავს, გენეტიკით ჩვენზე გადმოსულია ის მუხტი, რაც ჩვენ წინაპრებს გაუვლიათ.“ივანიშვილის თქმით, „სიტუაცია გადატყდა“ და ქართულ ოცნებას „ყველაზე მძიმე რეგიონშიც“, კერძოდ სამეგრელოში 60%-ზე მაღალი რეიტინგი აქვს. ხოლო ადგილები, სადაც ოპოზიციას უჭირს, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებია, თუმცა გეგმები ამასთან დაკავშირებითაც არსებობს.მისივე თქმით, შეშინებული მოსახლეობა საზოგადოებრივი გამოკითხვების დროს მალავს, რომ კოალიციის მხარდამჭერია, თუმცა, თუ გამოკითხვას ქართული ოცნების მაისურიანი ადამიანები ატარებენ, მხარდაჭერას ყველა ღიად გამოხატავს.„მე ვთვლი, რომ კვლევების ყველაზე ობიექტური ნაწილი ესაა. ამ კვლევებით თუ შევხედავთ, 90%-ს ვაჭარბებთ ძალიან ბევრ რეგიონში. სიტუაცია გადატეხილია, შიში ხალხს გაუქრა. რამე უბედურება არ მოიფიქრონ ეშმაკისეული და ვინმე არ დაზარალდეს, ერთადერთი ესღა დარჩა“.ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მის პარტიის განწყობა მაქსიმალურად მიმტევებლურია და მეორე მხარეს მდგომ ადამიანებს მომავალში, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პასუხი არ უნდა მოსთხოვონ – გარდა იმ პირებისა, ვინც კანონს არღვევს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts