Jump to content
Planeta.Ge

ბლოგერების სახლი: ილუზია, იმედგაცრუება- შარიათი და სერვანტესი, ანუ სცენარისტი თუ რეჯისორი?


Recommended Posts

მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა შარიათია(ისლამური წესი, რომელიც ეფუძნება ყურანს და მუჰამედის გამონათქვამებს-ჰადისებს) სასთაურში, თემა არ არის რელიგიური, უფრო ყოფითია უბრალოდ, ცემის აზრით კარგი ანალოგია მოვნახე ერთერთ ჰადისსა და ადამიანებს შორის იმ ურთიერთობი აღსაწერად რომლის შედეგიც ე.წ იმედგაცრუებაა. იმედგაცრუება ალბატ ის არის, როდესაც ადამიანი აკეთებს იმას რასაც მისგან არ ელოდი და/ან არ აკეთებს იმას რასაც ელოდი, სხვა სიტყვებით არ არის ისეთი როგორიც გეგონა.

ერთერთი ვერსიით შარიათი/ისლამი კრძალავს ხატვას (ყოველ სემთხვევაში ხატვას ნახატების გამომზეურების მიზნით).  ჰადისი, რომელზე დაყრდნობითაც იკრძალება ხატვა, ასეთია(მუჰამედი ამბობს: ”მოვა დრო, როდესაც თქვენს მიერ დახატული, ქმნილებები მოვლენ თქვენთან და მოგთხოვენ მათთვის სულიერების მინიჭებას, თქვენ ამის უნარი არ გექნებათ და თვენსმიერ დახატულნი დაგტანჯავენ თქვენ”.  ეს გამოთქმა რელიგიურ სტილშია და არის დამაფიქრებელი, შემასინებელი ცოტა ირაციონალური და ირაციონალიზმისგან თავის დასარწევად სეიძლება მეტაფორულობა მივაწეროთ. პირდაპირი გაგებით, მოცემული ჰადისი ალბათ მართლაც ”ანტიმხატვრულია”.  მე ყოფითი ანალოგი/მეტაფორა მვუძებნე ჰადისს.  ისევ იმედ გაცრუების განმარტებას დავუბრუნდები, როგორც დავწერე ეს არის როდესაც: ადამიანი აკეთებს იმას რასაც მისგან არ ელოდი და/ან არ აკეთებს იმას რასაც ელოდი, სხვა სიტყვებით არ არის ისეთი როგორიც გეგონა. ჩნდება კითხვა ვისი ბრალია იმედგაცრუება, იმედგაცრუებულის თუ იმედგამცრუებლის? მე მაინც მგონია, რომ იმედგაცრუებულის, უფრო სწორედ მისი ილუზიების. ჩემი აზრით სინამდვილეში, იმედგაცრუებული იმედგამცრუებელს ”ანიჭებს” რაღაც თვისებებს რომელიც იმედგამცრუებელს არ გააჩნია და ”ართმევს” იმ თვისებებს რომელიც ახასიათებს იმედგამცრუებელს-სხვა სიტყვებით ქმნის მისთვის სასურველ ხატს-ხატავს ნახატს. პრობლემა იმაშია, რომ ადამიანს არშეუძლია მიანიჭოს ან წაართვას რამე თვისება. შემდეგ ”დახატული” იმედგამცრუებელი უტრიელდება ”მხატვარს”-იმედგაცრუებულს ისეთი როგორცის არის, ”მხატვარს” კი არ შეუძლია იგი გახადოს ისეთო როგორიც ”დახატა” და რჩება გულნატკენი, გაბრაზებული იმედგაცრუებული. ჩემი აზრით მიჰამედის ჰადისში ეს იმედგაცრუება არის აღწერილი.

 

მუჰამედის შემდეგ, სერვანტესმა მსგავსი რამ აღწერა დონ კიხოტში. დონ კიხოტის პრობლემები მოდის იმედგამცრუებლებისგან და დონ კიხოტი იმედ გაცრუებულია. დონ კიხოტი ჯაგლაგ როსინანთში ხედავდა ბედაურს, მერკანტილ სანჩოში ერთგულ მეგობარს, მედუქნეში ხედავდა მეფეს, დუქანში სასახლეს, მედუქნის ქალიშვილში მეფის ასულს და ამ ილუზიებზე (წარმოსახვაზე, ნახატზე) აგებდა თავის მოქმედებებს რის შედეგადაც ”რაინდი” რჩებოდა ნაცემ-ნატკენი. დონ კიხოტი მიაწერდა გარემოს იმ თვისებას რომელიც მას არ გააჩნია და ართმევდა მისთვის დამახასიათებელ თვისებებ, სინამდვილეში დონ კიხოტს ამის უნარი არ გააჩნდა და მისი ”ნახატები” უტრიალდებოდნენ მას და სტანჯავდნენ.

 

ადამიანს არ სეუძლია გარემოს მიანიჭოს ან წაართვას რაიმე თვისება, ადამიანი არ არის სცენარისტი. ადამიანს ყველაზე კარგ სემთხვევაში შეუძლია იყოს კარგი რეჟისორი. მიიროს სხენარისტის მიერ სექმნილი გმირები ისეთებად როგორებიც არიან და ასე შექმნეს სასარგებლო და საინტერესო კინო :).....

 

 

კატეგორიები:

 

Lifestyle

საზოგადოება

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...