Jump to content
Planeta.Ge

ლიტვის ექსპრეზიდენტი პროფესორი ვიტაუტას ლანდსბერგისი.


Recommended Posts

http://www.youtube.com/watch?v=nQ3q8ABd8Os&feature=related

 

პროფესორმა ლანდსბერგისმა ლიტვა მიიყვანა თავისუფლებამდე, ქვეყანა შევიდა ევროკავშირსა და ნატოში.

Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვიტაუტას ლანდსბერგისი (ლიტ. Vytautas Landsbergis; დ. 1932 წლის 18 ოქტომბერი, კაუნასი) — ლიტველი პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, მუსიკათ და ხელოვნებათმცოდნე. პუბლიცისტი.

პოლიტიკური კარიერა

 

1988 წელს საიუდისის საინიციატივო ჯგუფში იქნა არჩეული (თავდაპირველად "მოძრაობა ლიტვის გარდაქმნისათვის"). საიუდისის საწესდებო ყრილობაზე 1988 წლის 22-23 ოქტომბერს აირჩიეს საიუდისის სეიმის საბჭოსა და სეიმში. 1988-1991 წლებში სეიმის საპატიო თავმჯდომარეა.

 

1989 წლის მარტში აირჩიეს სსრკ-ის სახალხო დეპუტატად და მონაწილეობა მიიღო სახალხო დეპუტატების ყრილობაში.

 

1990-92 წლებში ლიტვის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ლიტვის სეიმისა (1996—2000). სამამულო მემარჯვენე პარტიის ერთ-ერთი შემქმნელი (1993) და თავმჯდომარე.

 

2004 წლიდან ევროპარლამენტის წევრია და ევროპის სახალხო პარტიისა (European People’s Party (Christian Democrats) და ევროპელი დემოკრატების European Democrats) უმსხვილეს ფრაქციაში შედის.

Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვიტაუტას ლანდსბერგისი ილიაუნის საპატიო დოქტორი

 

ლიტვის პირველ პოსტსაბჭოთა პრეზიდენტს, პროფესორ ვიტაუტას ლანდსბერგისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, პოსტსაბჭოთა საზოგადოებების ლიბერალიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ვიტაუტას ლანდსბერგისს საპატიო დოქტორის სიგელი საზეიმო ვითარებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიგი თევზაძემ გადასცა.

 

პროფესორი ვიტაუტას ლანდსბერგისი არის ლიტველი კონსერვატორი პოლიტიკოსი და ევროპის პარლამენტის წევრი. ის იყო ლიტვის სახელმწიფოს პირველი ხელმძღვანელი საბჭოთა კავშირის დაშლისა და თავისუფლების მოპოვების შემდეგ. ვიტაუტას ლანდსბერგისი იყო ლიტვის პარლამენტის სეიმის ხელმძღვანელი. პროფესორი ლანდსბერგისი არის ინტელექტუალი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესებში ლიტვაში. ის არის საპატიო პოლიტიკოსი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირის ნგრევაში. ლანდსბერგის დაწერილი აქვს 20 წიგნი სხვადასხვა თემაზე, მათ შორის პოლიტიკასა და მუსიკაზე. ის არის დამფუძნებელი ხელისმომწერი „პრაღის დეკლარაცია ევროპულ პრინციპებსა და კომუნიზმზე“, კომუნიზმის მსხვერპლთა საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი.

 

ლანდსბერგისმა აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო 1988 წელს, მაშინ კონსერვატორიის პროფესორი, ის ლიტვის პრო-დამოუკიდებელი პოლიტიკური მოძრაობის ერთერთი დამფუძნებელი გახდა. 1990 წელს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ის აირჩიეს ლიტვის უზენაეს საბჭოს ხელმძღვანელად.

 

1990 წლის 11 მარტს, ლანდსბერგისი ხელმღვანელობდა საპარლამენტო სესიას, როდესაც ლიტვამ საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. შედეგად, ლიტვა გახდა პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა. საბჭოთა კავშირმა ლიტვის ამ ქმედებას ეკონომიკური ბლოკადის დაწესებით უპასუხა. ლიტვის კონსტიტუციის თანახმად, ლანდსბერგისი გახდა, როგორც სახელმწიფოს ლიდერი, ასევე პარლამენტის სპიკერი. მან ეს პოსტი დაიკავა 1990 წლის მარტიდან 1992 წლის ნოემბრამდე.

 

1993 წელს, ვიტაუტას ლანდსბერგისმა დააფუძნა ახალი პოლიტიკური პარტია, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება 1996 წლის საპარლამენტო არჩევნებში. არჩევნებში გამარჯვების შედეგად, ლანდსბერგისმა ლიტვის პარლამენტის სპიკერის პოსტი დაიკავა 1996 წლიდან 2000 წლამდე.

 

2004 წელს პროფესორი ლანდსბერგისი არჩეული იქნა ლიტველების მიერ ევროპის პარლამენტში, ბრიუსელში.

 

2005 წლის იანვარში, პროფესორი ლანდსბერგისი გამოვიდა ნაცისტური და საბჭოური სიმბოლოების წინააღმდეგ. მან გაუგზავნა წერილი ბ-ნ ფრანკო ფატინის, ევროკავშირის სამართლისა და უსაფრთხოების კომისარს, სადაც ის მოთხოვდა ევროკავშირის მიერ გადაწყვეტლების მიღებას ნაცისტური სიმბოლოების აკრძალვასთან დაკავშირებით. კომისარი დაინტერესდა ლანდსბერგისის შეთავაზებით და განიხილა ეს საკითხი. ლანდსბერგისის ინიციატივას იტალიელი მემარცხენეები და რუსეთის პარლამენტი დაუპირისპირდა. თუმცა ბევრი მხარდამჭერიც შეიძინა, მათ შორის ალესანდრა მუსოლინა, იტალიელი ფაშისტი დიქტატორის ბენიტო მუსოლინის შვილიშვილი. ქალბატონის განცხადებით, ევროპის პარლამენტის წევრებს უნდა განეხორციელებინათ ლანდსბერგისის შემოთავაზება, რადგან ეს მათი მორალური მოვალეობა იყო.

 

საბოლოოდ, 2005 წლის თებერვალში, ევროკავშირმა შესთავაზა 25 წევრ სახელმწიფოს ნაცისტური სიმბოლოების აკრძალვა, თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა თუ რომელი სიმბოლო უნდა აკრძალულიყო.

 

პროფესორი ლანდსბერგისი ეწინაარმდეგებოდა რუსეთის ჩარევას ბალტიის ქვეყნების საქმეებში, აკრიტიკებდა რუსეთის ქმედებებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მედიაში და ევროპის პარლამენტში. პროფესორის განცხადებით, რუსეთს გააჩნია განზრახვები, რომ გააკონტროლოს ლიტვა და ბალტიის სხვა ქვეყნები ეკონომიკურად და პოლიტიკურად KGB-ს აგენტების ფართო ქსელის საშუალებით და სხვა ქმედებებით. ლანდსბერგისი არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პოლიტიკოსი, რომელიც მოითხოვდა, რომ რუსეთს გადაეხადა კონპენსაცია ლიტვისთვის და სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისთვის ოკუპაციის შედეგად მიყენებული ზიანის გამო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.picz.ge/img/s4/1207/6/3/3eceed161cf9.jpgსამაგიეროდ ეს რესპია ადექვატური Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ის რომ ქართული პოლიტიკა სოლიფსიზმითაა დაავადებული..... და რესპუბილიკური პარტია სოლიფსიზმის ფლაგმანია....... ცხონებული აკაკი ბაქრაძის შემდეგ მე თავმდაბალი საღად მოაზროვნე, ანალიტიკური აზროვნების ქართველი პოლიტიკოსი ვერ ვნახე..... ჯერ იყო და ეროვნული მოძრაობა გახლიჩეს ბალტიური და არაბალტიური ბრძოლის ხერხის გამო....მერე უფრო "დემოკრატებმა' ჩამოაგდეს ხელისუფლება......მერე ეს ედიკა....მერე ეს მიშა....ეხლა კიდევ ახალ მატრიოშკას ასაღებენ საქართველოზე ამ რეტროგრადი მეტრორუსეთუმე ბიძინას სახით.....ამ რესპებმა კი სულ დაასამარეს პროდასავლური და მემარჯვენე ტიპის პარტიების რეპუტაცია საქართველოში....
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგ დედამოდღნულ პრიბალტებს იყენებდნენ იმ თავიდანვე ჩვენს ასაცუნცრუკებლად და მერე ლომის უკანალში მისატოვებლად...

ნელ ნელა სიძულვილი მეწყება მაგ ხალხის მიმართ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.picz.ge/img/s4/1207/7/4/453637248078.jpg

 

http://www.picz.ge/img/s2/1207/7/2/22bb155be99f.jpg

 

http://www.picz.ge/img/s4/1207/7/1/138516832c62.jpg

 

ეს ბოლო პოსტერი საიუდისის ბიჭებმა მაჩუქეს იანვრის დღეებში 1991წ.....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...