planetanews Posted July 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/9691reestri-300x189.jpgიუსტიციის სამინისტროში საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსი სრულდება. ეფექტურ მომსახურებასა დაკომუნიკაციაში ხუთდღიანი ტრეინინგის დასრულების შემდეგ, პროექტში დასაქმების მსურველებმა ტესტირება გაიარეს.ინტერაქტიული ტრეინინგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი როლური თამაშები იყო, რომელიც ვიდეოგადაღების თანხლებითმიმდინარეობდა, ტესტირების შედეგების მიხედვით შერჩეულ პრეტენდენტებთან ერთად ტრენერებმა ვიდეოჩანაწერები განიხილეს დამონაწილეებთან ერთად იმსჯელეს იმ საკითხებზე, თუ კონკრეტულად რა კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნა როლური თამაშებისას, როგორ გაართვათავი დასაქმების მსურველმა სტრესულ სიტუაციას, კომუნიკაციის მართვის რა მეთოდების გამოყენება იქნებოდა უფრო ეფექტური ამა თუ იმსიტუაციაში.შესარჩევი ეტაპის გადალახვის შემდეგ საზოგადოებრივ ცენტრებში დასაქმების მსურველები პრაქტიკას რუსთავის იუსტიციის სახლში გაივლიან. აქმათ საშუალება ექნებათ, ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენოს ის თეორიული ცოდნა, რომელიც ტრეინინგების დროს შეიძინეს, გაეცნონსერვისცენტრის საქმიანობის სპეციფიკას, მოქალაქეებისათვის სერვისების გაწევის თავისებურებებს და მიაწოდონ მათ სწრაფი და ეფექტურიმომსხურება.საზოგადოებრივი ცენტრები პროექტის „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში იქმნება,რომელსაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი საპილოტეა, მის ფარგლებში ცენტრების გახსნაცხრა მუნიციპალიტეტის სოფლებში იგეგმება.საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით, სოფლის მოსახლეობა თავის სოფელში, ათობით კილომეტრზე გადაადგილების გარეშე მიიღებსმაღალხარისხიან მომსახურებას როგორც ცენტრალური ხელისუფლების ისე ადგილობრივი მთავრობის მომსახურებებზე. შეძლებს მიწის და სხვაუძრავი ქონების რეგისტრაციას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიღებას, სოციალური დაცვის პროგრამებით სარგებლობას და სხვ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts