planetanews Posted July 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/gwp-300x2971.jpg“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” კომპანია შპს “კრისტალის” ხელმძღვანელის დაკავების გამო თბილისის წყალმომარაგებაში პრობლემებს გამორიცხავს.როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, დაუთაშვილის დაკავებით, საფრთხე არ ექმნება და არც მომავალში შეექმნება.“შპს “კრისტალის” ხელმძღვანელის, ლევან დაუთაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ თბილისის წყალმომარაგებას არავითარი საფრთხე არ ექმნება და არც მომავალში შეექმნება. კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” ქლორის საკმაოდ დიდი მარაგი გააჩნია, ამასთან, “კრისტალი” არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ქლორის მიწოდებას ახდენს კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის”, – ნათქვამია GWP–ის განცხადებაში.როგორც შპს “ კრისტალის“ ხელმძღვანელმა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ამ ეტაპზე “კრისტალს” ალტერნატივა არ ჰყავს და ერთადერთი კომპანიაა, რომელიც წყლის კომპანიებს ქლორით ამარაგებს, ორგანიზაციის გამოჩენამდე შესაძლოა, თბილისის წყალმომარაგებას საფრთხე შეექმნასშეგახსენებთ, კომპანია “კრისტალის” ხელმძღვანელი ლევან დაუთაშვილი 4 ივლისს ლილოში მომხდარი ინციდენტის შედეგად დააკავეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts