Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - დავით ბაქრაძემ ეუთო-ს რეზოლუცია შეაფასა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/baqradze1-300x199.jpgეუთო-ს რეზოლუციიის პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს 55 ქვეყნის პარლამენტის პოზიციას, რომ რუსეთი არის აგრესორი და ოკუპაცია უნდა შეწყვიტოს.

ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გააკეთა.

როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, ეუთოს პროექტი, საქართველოსთვის ცალსახად დადებითია რადგან დოკუმენტში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთის მხრიდან აღებული ვადებულებების შესრულების აუცილებლობაზე, ასევე, რეზოლუციაში აღნიშნულია რომ აუცილებელია დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნება.

“ყველაფერი ეს კი, სამომავლოდ უკავშირდება საქართველოს გამთლიანების პერსპექტივას”, – აღნიშნა ბაქრაძემ და დასძინა, რომ ქართულმა მხარემ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში შეძლო, მყარად ჩამოეყალიბებინა საერთაშორისო აზრი, რომ რუსეთი არის აგრესორი.

მისივე თქმით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელმა მსოფლიომ რუსეთის ქმედებები აშეაფასოს როგორც უკანონო მოქმედება და სხვისი ტერიოტორიების მითვისება.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით,ამ დოკუმენტის მიღება მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი რეზოლუციას მყისიერად არ შეასრულებს.

მისივე თქმით, ადრე თყ გვიან რუსეთი მსოფიოს აზრს გაითვალისწინებს. “ადრე თუ გვიან მათ მოუწევთ მსოფლიო პოლიტიკური აზრის გათვალისწინება”, – დასძინა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრიან კენჭს.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...