planetanews Posted July 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/kontrolis-palata1-300x198.jpgსახელმწიფო აუდიტის სამსახური შპს “ბურჯის” და შპს “მენეჯმენტ სერვისის” საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს და პროკურატურას გამოძიების თხოვნით მიმართავს.აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ამჯამად მათი უწყება შპს “ბურჯის” და შპს “მენეჯმენტ სერვისის” საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციას სწავლობს.დოკუმენტაციის შესწავლა კომპანიების საქმიანობის “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონთან” შესაბამისობის თაობაზე გონივრული რწმუნების მიღების მიზნით ხორციელდება.“შპს “მენეჯმენტ სერვისმა” იქირავა და საკუთარი სახსრებით გაარემონტა პარტიული ოფისები, თავადვე იხდის პარტიების კომუნალურ გადასახადებს, მათ შორის ინტერნეტით და მობილური ოპერატორებით სარგებლობის საფასურს. ასევე, კომპანიამ პარტიებისთვის ოფისების გარემონტება ბიძინა ივანიშვილის კომპანია შპს “ბურჯს” შეუკვეთა. შპს “ბურჯი” პარტიულ ოფისებში ძვირადღირებულ სარემონტო სამუშაოებს ასრულებს, თუმცა, ამის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტაციას აყალბებს, აწარმოებს შავ ბუღალტერიას და რემონტისათვის დახარჯულ თანხებს მიზერული რიხვებით ღნიშნავს.შპს “ბურჯის” მიერ კონტროლის პალატაში წარმოდგენილ დოკუმენტაციაშიკოალიცია “ქართული ოცნების” ოფისების სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯების ამსახველი დოკუმენტაცია აღმოჩნდა , რომელში ასახული ციფრებიც რადიკალურად განსხვავდება შპს “მენეჯმენტ სერვისისთვის” წარდგენილი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციისაგან ეს კი შესაბამისად, იმ ფაქტის დასაბუთებულად ვარაუდის საფუძველს იძლევა , რომ ამ ორმა კომპანიამ, ურთიერთშორის ფიქტიური ხელშეკრულება გააფორმა და თითოეულ ოფისის სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ათიათასობით ლარის ნაცვლად, ხარჯის სახით მხოლოდ მიზერული თანხები აჩვენა.შპს “მენეჯმენტ სერვისის” და შპს “ბურჯის” მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა და საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა. რადგან ზემოაღნიშნული ფაქტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მონიტორინგის სამსახურის მიერ აღმოჩენილი დოკუმენტაცია შემდგომი შესწავლის მიზნით საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნება”, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts