Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - შემოწირულობის ფაქტზე 17 პირის საქმე სასამართლოს გადაეგზავმა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/12/saqalaqo-sasamartlo1.jpgპარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანებებისათვის შეწირული თანხების წარმომავლობის დაუსაბუთებლობის გამო 17 პირი სამართალდამრღვევად ცნო და საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნა.

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 34-ე პრიმა მუხლის მე-2 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანებებისათვის შეწირული თანხების წარმომავლობის დასაბუთებულობის დასადგენად პირველ ეტაპზე 32 პირი მიიწვია, მათგან “სულ – 27 პირი გამოიკითხა შემოწირულობის კანონიერება კი 10-მა პირმა დაასაბუთა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მათგან, ვინც შემოწირულობის კანონიერება დაასაბუთა, 5 პირი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველია, 1 პირი – “ეროვნული ფორუმის”, 1 – “კონსერვატიული პარტიის”, 2 – “რესპუბლიკური პარტიის”, ხოლო 1 – “ქართული ოცნების”.

მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, გამოკითხვის შედეგად შემოწირულობის კანონიერება 17-მა პირმა ვერ დაასაბუთა. მათგან 1 – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველია, 4 – “თავისუფალი საქართველოს”, 7 – “ეროვნული ფორუმის”, 4 – “კონსერვატიული პარტიის”, 1 კი – “ქართული ოცნების” და ის ზაალ გოგსაძეა. შესაბამისად, იმ 17 პირის მიმართ , რომლებმაც შემოწირულობების კანონიერება ვერ დაასაბუთა, შედგა სამართალდარღვევის ოქმი და საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...