Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - პირადი მონაცემების გაყალბებისთვის გამოცხადებული ამნისტიით 4799 –მა მოქალაქემ ისარგებლა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/9691reestri-300x189.jpgპირადი მონაცემების გაყალბებისთვის გამოცხადებული ამნისტიით  4799 –მა  მოქალაქემ ისარგებლა, აქედან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდანონლაინ რეჟიმში ამნისტიით სარგებლობის მსურველი საქართველოს 163 მოქალაქის განცხადება დაკმაყოფილდა. მათ დოკუმენტები საფასურისგადახდის გარეშე გაუსწორდათ.

მოქალაქეებისათვის, რომელთაც სხავადასხვა დროს გააყალბეს პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები (პასპორტი, პირადობის მოწმობა და სხვა)ამნისტია 2011 წლის ივნისში გამოცხადდა.         „ამნისტიის შესახებ“ კანონის მოქმედების პერიოდში საიდენტიფიკაციო მონაცემების გაყალბებისყველაზე გავრცელებული ფაქტები გამოიკვეთა, ეს არის: მოქალაქის დაბადების თარიღის გადაკეთება, სახელის, გვარის თვითნებურად შეცვლა,პასპორტის ვადის გაგრძელების შტამპის გაყალბება, გარდაცვალების მოწმობის გაყალბება  და სხვა.

ცნობისთვის, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან პირები, რომლებიც 2012 წლის 31 დეკემბრამდე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურწარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში განაცხადებენ მათ მიერ დოკუმენტების გაყალბების თაობაზე.      კანონით გათვალისწინებულიამნისტია ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებმაც გარკვეული კატეგორიის დანაშაულები (დაბადების თარიღის გადაკეთება, სახელის, გვარისთვითნებურად შეცვლა, პასპორტის ვადის გაგრძელების შტამპის გაყალბება და სხვა) ჩაიდინეს 2007 წლის 1 იანვრამდე, აგრეთვე – პირებზე,რომლებმაც აღნიშნული დანაშაულების 2007 წლის 1 იანვრამდე ჩადენის საფუძველზე გაყალბებული საიდენტიფიკაციო მონაცემებით გაცემულიდოკუმენტები გამოიყენეს ამ კანონის ამოქმედებამდე, თუ ამ დანაშაულებთან დაკავშირებით არ არის დაწყებული გამოძიება.

გარდა ამისა, ამნისტიის მოთხოვნით განცხადების წარდგენა შესაძლებელია განხორციელდეს ინტერნეტის საშუალებით. ამ  შემთხვევაში მოქალაქეუნდა დაუკავშირდეს დისტანციური მომსახურების სამსახურს, ნომერზე (995 32) 2 40 10 10 ან ისარგებლონ ვებგვერდით: www.passport.gov.gehttp://intpass.cra.ge/.

თუ ამნისტიის მოქმედების ვადის დასრულების შემდეგ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანამშრომლების მიერ გამოვლინდება პირადიმონაცემების გაყალბების ფაქტი, რომელზეც მოქალაქეს თავად არ ექნება ნებაყოფლობით გაცხადებული, ამნისტიის ვადის ამოწურვის შემდეგ, მისისისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი კვლავ დაისმება.

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...