planetanews Posted July 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2012 ამ ბოლო დღეების განმავლობაში,იმდენი საინტერესო რამ მოხდა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში,არც კი ვიცი,რით დავიწყო. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის იყო,რომ აწ უკვე ყოფილი შს მინისტრი,ვანო მერაბიშვილი,პრემიერ მინისტრად მოგვევლინა.როგორც ჩემს მიერ დაწერილ წინა პოსტში ავღნიშნე,ეს მოსალოდნელი იყო და პირადად მე,დიდად არ გამკვირვებია. სამაგიეროდ გამაკვირვა იმ ფაქტმა,რომ ნაციონალებმა პრინციპში ვერ შემოგვთავაზეს ახალი სახე და ფაქტიურად ვერ გადაახალისეს მინისტრთა კაბინეტი. ორადორი მინისტრი,რომელიც მთავრობის ახალ წევრად შეიძლება ჩაითვალოს,არის პაატა ტრაპაიძე,რომელიც მანამდე კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტ”-ის დირექტორი გახლდათ,ასევე შეიცვალა ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი,კობა სუბელიანი და მის ადგილას დალი ხომერიკი მოგვევლინა, რომელსაც დევნილობაში მყოფ აფხაზეთის მთავრობაში განათლების მინისტრის თანამდებობა ეკავა. შს მინისტრად ბაჩანა ახალაია,თავდაცვის მინისტრად დიმა შაშკინი,მის მოადგილედ დათა ახალაია,განათლების მინისტრად კი ხატია დეკანოიძე მოგვევლინა,რომელიც ჯერ პოლიციის აკადემიის რექტორი იყო,ხოლო შემდეგ მაია მიმინოშვილი შეცვალა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნა,სულ რამდენიმე დღეში კი მინისტრის თანამდებობაც “დაირტყა.” აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ ხატია დეკანოიძე კვლავ ხელმძღვანელობს გამოცდების ეროვნულ ცენტრს და ამასთან ერთად,განათლების მინისტრის თანამდებობასაც ითავსებს.http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/07/8e3a89c4737a03459c1070ad43b2cb21.jpgკობა სუბელიანის “მოტეხვა”,უეჭველად იმ ფაქტს უკავშირდება,რომ მან ფაქტიურად ვერ და არ მიხედა ლტოლვილებს,რითაც მოსახლეობის დიდი გულისწყრომა დაიმსახურა.ივანე მერაბიშვილმა ბოდიშიც კი მოიხადა იმის გამო,რომ თავის დროზე სუბელიანმა განსახლება ძალის გადამეტებით და უკანონოდ მოახდინა. საინტერესოა,ვინ უნდა აგოს პასუხი სუბელიანის დანაშაულებებზე,თავად სუბელიანმა,ვინმე სხვამ თუ საერთოდ არავინ? ეს ალბათ უახლოეს მომავალში გამოჩნდება,ფაქტი კი ისაა,რომ სუბელიანი ნაცებმა მოიშორეს.საინტერესოა ასევე ხატია დეკანოიძის “გადაადგილების” სქემა. ის ჯერ ძალიან ტეხნიკურად გადაისროლეს შსს-დან განათლების სფეროში,შემდეგ კი მინისტრადაც დაგვინიშნეს. მერაბიშვილის გუნდი ფაქტიურად სრულად ჩამოშორდა შსს-ს.მერაბიშვილთან და დეკანოიძესთან ერთად შსს-დან წავიდა ანალიტიკური სამსახურის ყოფილი უფროსიც,შოთა უტიაშვილი,რომლის ბედიც ჯერ-ჯერობით უცნობია,თუმცა,მას სავარაუდოდ დააწინაურებენ.სულ რამდენიმე წუთის წინ კი ცნობილი გახდა,რომ მის ადგილას,კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი თანამდებობიდან გადადგა…უფრო სწორად,გადაბარგდა და შოთა უტიაშვილის ადგილას , ანუ შსს-ს ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი გახდა.ახალაიებს რომ სააკაშვილი ყველაზე მეტად ენდობოდა,ეს აქამდეც ცნობილი იყო,თუმცა ახლანდელმა გადაადგილებებმა ეს ეჭვი კიდევ უფრო განამტკიცა. 2 ყველაზე მნიშვნელოვანი სამინისტრო ძმებს,ბაჩოს და დათას ჩაბარდათ.შაშკინი რომ ფასადური ფიგურა იყო , არის და იქნება,ამას ალბათ საუბარი არ სჭირდება. პირადად მე ვერ წარმომიდგენია,როგორ უნდა იუფროსოს დათა ახალაიაზე ისეთმა ფიგურამ,როგორიც დიმიტრი შაშკინია. ის,რომ ბაჩო ახალაიას ამაზრზენი ხასიათი აქვს და თანამშრომლების სრული უმრავლესობა მას ვერ იტანდა,აქამდეც ცნობილი იყო. როგორც ამბობენ,დათა მასზე ბევრად გაწონასწორებულია და თანამშრომლების მიმართაც ბევრად ლოიალურო. სოც.ქსელებში იმასაც კი ამბობდნენ,ბაჩო ახალაიას თავდაცვის სამინისტროდან წასვლა,შამპანიურებით აღნიშნეს ამავე სამინისტროში,ხოლო შსს-ში თანამშრომლები ტრაურში არიან,უმეტესობა განცხადებას წერს და საერთოდ მიდის სამსახურიდანო.ასეა თუ ისე,ფაქტია,რომ მოვლენები ძალიან საინტერესოდ ვითარდება და ჩემი ვარაუდით,უახლოეს მომავალში კიდევ უფრო საინტერესო ფაქტების მომსწრენი გავხდებით. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts