planetanews Posted July 5, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 5, 2012 http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-pravitelstvo-politika2.jpgთბილისი, 5 ივლისი, საქინფორმი. პარლამენტმა 102 ხმით 7-ის წინააღმდეგ განახლებული მთავრობა პრემიერ-მინისტრ ვანომერაბიშვილის ხელმძღვანელობით და მისი ახალი ოთხწლიანი პროგრამა დაამტკიცა.<span style="font-size: 10pt;" />ბაჩოახალაია, რომელიც 2009 წლიდან თავდაცვის მინისტრი იყო, შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი გახდა – ეს პოსტი თითქმის ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მერაბიშვილს ეკავა. ახალაია თავდაცვის მინისტრის პოსტზე განათლების მინისტრმა დიმიტრიშაშკინმა შეცვალა. პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორი ხატიადეკანოიძე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოცდების ეროვნულ ცენტრს ჩაუდგა სათავეში, განათლების მინისტრი გახდა. დალიხომერიკმა, რომელსაც დევნილობაში მყოფ აფხაზეთის მთავრობაში განათლების მინისტრის თანამდებობა ეკავა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პოსტზე კობა სუბელიანი შეცვალა. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts