planetanews Posted July 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2012 http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-anons-umaduroba---Copy.jpgარაფერი ისე არ ამშვენებს ადამიანს, როგორც მადლიერება, სხვათა ამაგის დაფასების უნარი... და არაფერი იწვევს ისეთ ზიზღს, როგორც უმადურობა. ანდაზაც კი შექმნეს ჩვენმა შორეულმა წინაპრებმა უმადურ კაცზე და ანდერძად დაგვიტოვეს საუკუნო სიძულვილი უმადურობისადმი: „ობოლო, ვის მოკლავო და – ვინც გამზარდა, იმასაო“ (რათა, შე უღმერთოვ, რათა!).<span style="font-size: 10pt;" />უმადურობა დიდ ცოდვადაც ითვლება ნებისმიერი აღმსარებლობის ხალხში. აბა გაიხსენეთ, უფლისგან როგორ ისჯება უმადურობა ქართულ, სპარსულ, არაბულ თუ სხვა ქვეყნების ხალხთა ზღაპრებში. ამირანის მითის გახსენებაც კმარა საამისოდ: მითის მიხედვით, ქრისტე ღმერთი ამირანის ნათლია იყო და მან თავის ნათლულს საოცარი ძალა და ენერგია დაანათლა. ამირანმა ყველა დაამარცხა, დედამიწაზე მეტოქე აღარავინ ჰყავდა და ბოლოს ნათლია ღმერთს აუხირდა – გინდა თუ არა, უნდა მეჭიდავოო, ბოლოს და ბოლოს, უნდა დადგინდეს, ვინ არის ჩვენ შორის უძლიერესიო. ამირან, ჭკუას მოდი, ჩემთან შეჭიდება რამ გაფიქრებინაო, – უსაყვედურა ნათლიამ. ამირანმა არ დაიშალა და უდიერადაც მიმართა. მაშინ უფალმა ამირანი კავკასიის ქედის ერთ სალ კლდეს მიაბა და საუკუნო სატანჯველში ჩააგდო. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts