Jump to content
Planeta.Ge

ერორი- სტრასბურგში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/07_12/61262.jpg

 

საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკითხებზე, მოახლოებულ არჩევნებსა და ოპოზიციური პარტიების საქმიანობაზე დებატები გაიმართა სტრასბურგში. ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს საქართველოს პროგრესზე დემოკრატიის განმტკიცების კუთხით და უახლესი საკანონდებლო ცვლილება, საკაბელო ოპერატორების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა ლიცენზირებული ტელეარხის ტრანსლირების შესახებ დადებითად შეაფასეს.

დებატებზე ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენასაც შეეხნენ. ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა მოსყიდვა ყოვლად დაუშვებელია. სტრასბურგში პოლიტიკურ პარტიებს კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდეს. ყურადღება გამახვილდა შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნების პერიოდში კრემლიდან მომდინარე საფრთხეზეც.

`პრეზიდენტი ვან რომპეი ამჟამად თბილისში იმყოფება. მისი ვიზიტი არის დასტური იმისა, რომ ევროკავშირის უმაღლესი წამრომადგენლები დაინტერესებულები არიან საქართველოსთან ურთიერთობების გამყარებით და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი განვითარებით. ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ მთავრობა ცდილობს ხელი შეუშალოს ოპოზიციონერ კანდიდატ ივანიშვილს, მეორე მხრივ, არსებობს აზრი, რომ ბატონი ივანიშვილი თავის არათანაბარ ფინანსურ რესურსებს იყენებს საარჩევნო თამაშისთვის. უნდა დავრწმუნდეთ, რომ საქართველოში არის დემოკრატიული კონკურენციის გარემო და ხმები არ იყიდება,`- განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა ანდრეას მავროიანისმა.

`ქვეყანაში ოპოზიციის ახალი ლიდერი გამოჩნდა, ადამიანი, რომელსაც მილიარდობით დოლარი აქვს და მისი ბიუჯეტი საქართველოს ეროვნულ ბიუჯეტს აღემატება. ეს ფული სწორად არ არის გამოყენებული.

მე გადავწყვიტე უფრო ღრმად შემესწავლა საკითხი და აღმოჩნდა, რომ 18 ბრიტანული, გერმანული და სხვა კომპანია დაიქირავა ამ ადამიანმა. მინდა ერთი რამ გარკვევით აღვნიშნო: პოლიტიკაში ოლიგარქების ყოფნა არასოდეს მთავრდება კარგად. ეს არის ჩემი მთავარი მესიჯი ქართული ოპოზიციისთვის,`- განაცხადა კრისტოფ ლიზეკმა.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...