planetanews Posted July 5, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 5, 2012 http://rustavi2.com/news_photos/07_12/61263.jpg ფრანგული გაზეთი `ლემონდი` ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის სკანდალური წერილს აქვეყნებს. წერილში სათაურით `განვამტკიცოთ დემოკრატია საქართველოში` ვილფრედ მარტენსი სტრასტბურგში დაგეგმილ დებატებს გამოეხმაურა. `მიზანმიმართული ტყუილები, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია და მიზანმიმართული პროცესები ზედმეტად ხშირად გამოიყენება 2003 წლის ვარდების რევოლუციის ლიდერის და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. ამას წინათ ამ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში ევროპის ლიბერალური პარტიის პრეზიდენტმა გრემ ვატსონმა, პარლამენტის წევრმა, რომლის თვისებებსაც მე პატივს ვცემ, ჩემდა გასაოცრად გამოიყენა არგუმენტების ის კლასიკური არსენალი, რასაც საქართველოს ამ ხელისუფლების ოპონენტები მექანიკურად იყენებენ.მაგრამ ჩემი გაოცება სწრაფადვე გაქრა, როგორც კი მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის სახელი წავიკითხე, რომელსაც პრეზიდენტ სააკაშვილის მთავარ კონკურეტნად მოიხსენებდენ. ეს ნეოოლიგარქი მოსკოვის დახმარებით ცდილობს ფსონი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე დადოს და მას ამაში ხელის შემშლელი არაფერი აქვს - ფორბსის შეფასებით, მისი ქონება 6.4 მილიარდი ევროა. შედარებისთვის, საქართველოს ბიუჯეტი მხოლოდ 5.7 მილიარდია ევროა. ეს თავისთავად პრობლემა არ უნდა იყოს, მაგრამ პრობლემად იქცევა, როგორც კი მსგავსი რესურსები ნაკლებად ლეგიტიმური ქმედებებისკენაა მიმართული. უკანასკნელი კვირების განმავლობაში, ევროპელი პარლამენტარების, სხვადასხვა თანამდებობის პირების, ინტელექტუალების და ჟურნალისტების მობილური ტელეფონები არ ჩერდება და მათი მობილური საფოსტო ყუთები გადაჭედილია. ლობისტების და კომუნიკატორების მთელი არმია ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ახალგაზრდა ქართული დემოკრატია არ არის ის, რაც ჩანს, რომ მისი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ბრჭყალებში უნდა ჩავსვათ და რომ მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია ის ”გადაარჩინოს” - ეს ”ფილანთროპი” მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია. მოვლენათა ასეთი დასურათება მხოლოდ ღიმილს უნდა იწვევდეს. მაგრამ, საუბედუროდ, ეს არაპროპორციული ძალისხმევა, რომელიც ათობით პიარ ოფისის მობილიზებას ახდეს, მათ შორის ყველაზე ძვირისას ბრიუსელში, პარიზში, ბერლინში, ლონდონსა და ვაშინგტონში, მხოლოდ გამოძახილია იმ ათობით მილიონი ევროსი, რომელიც თავად საქართველოშია დახარჯული და სამწუხაროდ, სხვა მიზნებისთვის, ვიდრე ფილანთროპულით. ხმების ყიდვა, საჯარო მოხელეებისათვის ასჯერ მეტი ხელფასის შეთავაზება, თუ ისინი სამთავრობო სტრუქტურებს დატოვებენ, ათი ათასობით სატელიტური ანტენა, მაცივრები და ტელევიზორები, რომელთაც პოლიტიკური პარტია არიგებს, პარალელური სტრუქტურები, რომლებიც არჩვენებზე დაკვირვებისთვის შექმნა და დააფინანსეს იმავე პარტიულმა სტუქტურებმა - ეს არის რეალობა, რომელიც ”ქართულ ოცნებას” აღწერს, ბიძინა ივანიშვილის პარტიას, რომლის ლიდერთა ცალკეული გამონათქვამების შემდგომი ანალიზი ბევრ ევროპარლამენტარს შოკში ჩააგდებს. ჩვენ ყველაფერი ვიცით. ფული და პოლიტიკა შეუთავსებელია. საქართველოს მაგალითი, ჯერ კიდევ უცნობი, მაგრამ განსაკუთრებით ცხადი, ნათლად გვახსენებს ასეთი კავშირების საფრთხეს. ამიტომ მე მივმართავ ევროპის პოლიტიკური ლიდერების პასუხისმგებლობას, ჩვენ, ვინც რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტეთ მონაწილეობა აღმოსავლეთის პარტნიორობაში, ევროკავშირის აღმოსავლეთის მეზობლებთან სტრუქტურირებულ ურთიერთობაში. რა გზავნილის მიტანა გვსურს ამ ქვეყნების ლიდერებამდე? რა პერსპექტივას ვაძლევთ მათ?საქართველო ნაწილობრივ კვლავ ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ, რაც 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას არღვევს. - თემა, რომელიც გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს მათი მხრიდან, ვინც ახლო წარსულში რეგიონისადმი ინტერესი გამოხატა. ეს არის დამოუკიდებლობის ტესტი ქვეყნისთვის, არის თუ არა შესაძლებელი ახალგაზრდა ევროპული დემოკრატიის განვითარება პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, რომ კორუფცია არის ბოროტება, რომლის დაძლევა შესაძლებელია. მე მქონდა საშუალება 2008 წლის შემდეგ რეგულარულად ვყოფილიყავი საქართველოში და მენახა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც ყველა საერთასორისო ორგანიზაცია აღიარებს, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ინტელექტუალურ და მხატვრულ სფეროში, რომელიც შესაშურია ბევრი დასავლური დემოკრატიისთვის.პრობლემა, რომლის წინაშე საქართველო დღეს დგას, უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე. როგორ შეძლებენ ახალგაზრდა დემოკრატიული ინსტიტუტები გაუმკლავდნენ ფულის ასეთ ნაკადს, რომელიც დესტაბილიზაციისთვისაა ხელმისაწვდომი? რა დონემდე შეუძლიათ ლობისტებს და კონმუნიკატორებს გავლენა მოახდინონ ევროპულ პოლიტიკაზე?საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის. ამისათვის მან ყველა მიმართულებით ჩვენი დემოკრატიული ნორმები და ღირებულებები უნდა დაიცვას. საპარლამენტო არჩევნები შემოდგომაზეა. როგორც ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს, მე მხოლოდ ერთი გზავნილი მაქვს: ევროპარლამენტმა და ევროპულმა ინსტიტუტებმა, ევროპის საბჭომ და ეუთომ გაგზავნოს, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი. მოდით, მივცეთ ამ ახალგაზრდა დემოკრატიას შანსი გამოხატოს თავისი აზრი და არ გახდეს დამოკიდებული იმ გადაწყვეტილებებზე, რომლის მიღებასაც მის მაგიერ ცდილობენ ისინი, ვინც პირდაპირი მნიშვნელობით ცდილობს გარყვნას პოლიტიკა და ცდილობს სადამკვირვებლო მისიების შედეგი წინასწარ განსაზღვროს. ამ ახალგაზრდა ევროპელ ერს ბოლო წლებში საკმარისზე მეტი უსამართლობის ნახვა მოუხდა და შევეცადოთ დაუფიქრებელი ქმედებებით დამატებითი პრობლემები აღარ შევუქმნათ.მე მეამაყება, რომ წარმოვადგენ პოლიტიკურ ოჯახს, ევროპის სახალხო პარტიას, რომლის რიგებში პრეზიდენტი სააკაშვილია. მე ვამაყობ, როცა ვხედავ, რომ ევროპის სახალხო პარტია ყოველთვის ქართველი ხალხის მხარესაა, რომელიც ევროინტეგრაციის გზას ადგას. ეს მხარდაჭერა არ იყიდება. მე ვიცი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებას შეძლებს,`- ნათქვამია სტატიაში.სტატიის ავტორი ვილფრედ მარტენსი ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტია. მისი პოლიტიკური კარიერა 35 წელს ითვლის. ის პარტიის პრეზიდენტობამდე ბელგიის პრემიერ-მინისტრი იყო. სწორედ მის სახელს უკავშირდება ევროპის სახალხო პარტიის დაფუძნება. მარტენსი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გასული წლის დეკემბერში იმყოფებოდა. სამხრეთ კავკასიაში 4-დღიანი ტურნეს ფარგლებში, მან მოლაპარაკებები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისრტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და სხვა ოფიციალურ პირებთან გამართა. იგი ქვეყნის დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts