planetanews Posted July 5, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 5, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg `ქართული ოცნების`ლობისტების დიპლომატიური მარცხის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა ტელეკომპანია `მაესტრომ`. სატელევიზიო ეთერში შეფასებებს კოალიციის წევრი თინა ხიდაშელი აკეთებდა. მისი თქმით, ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე, სადაც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ევროპარლამენტარები საკუთარ შეფასებებს აკეთებდნენ, გამომსვლელებიდან ერთადერთი, ვინც ხელისუფლების ინტერესებს იცავდა, ლიტვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვიტაუტას ლანდსბერგისი იყო. თინა ხიდაშელმა მის განცხადებებს არაადეკვატური უწოდა. შეგახსენებთ, ევროპარლამენტში გამართულ დებატებს ტელეკომპანია რუსთავი ორი არ დასწრებია - ყველა გამოსვლა ევროპარლამენტის ოფიციალურ საიტზე დევს და მისი ნახვა ნებისმიერ პირს შეუძლია. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts