planetanews Posted July 5, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 5, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/axali-memarjveneebis-axali-logo-300x198.jpgროგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, „”ახალი მემარჯვენეები” მონოპოლიების წინააღმდეგ ფართომასშტაბიან კამპანიას იწყებენ.“გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარე წლის დასაწყისში “ახალი მემარჯვენეების“ მიერ გამოცხადებულმა ფართომასშტაბიანმა აქციამ “ქართული სოფლისათვის” მთელი პოლიტიკური სპექტრი, მათ შორის ხელისუფლება სოფლისაკენ მოაბრუნა. “ახალმა მემარჯვენეებმა” შევძელით, რომ ქართული სოფელი და სოფლის მეურნეობა თანამედროვე პოლიტიკის დომინანტურ თემად გვექცია და დღეს უკლებლივ ყველა ლიდერი, ახალი პრემიერის ჩათვლით, სოფელზე და იქ არსებულ პრობლემებზე საუბრობს. დღეიდან “ახალი მემარჯვენეები” ვიწყებთ ფართომასშტაბიან კამპანიას მონოპოლიების წინააღმდეგ სახელწოდებით – “არა მონოპოლიებს!” დღეს ბიზნესის თითქმის ყველა სფერო მონოპოლიზებულია და სწორედ ამის გამოა, რომ ქვეყანაში წამალი, საწვავი, ტრანსპორტი და თითქმის ყველა სახის პროდუქტი კატასტროფულად ძვირია. მონოპოლიები მნიშვნელოვნად გვიძვირებს ცხოვრებას, ზოგადად ხელს უშლის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რაც თავის მხრივ, ძირითადი მიზეზია სამუშაო ადგილების ტოტალური დეფიციტისა. დღეს მონოპოლიებისგან გამოწვეული პრობლემები ქვეყნის მთელი მოსახლეობის უმთავრეს თავისტკივილად იქცა. დღევანდელი ხელისუფლება არათუ არ ცდილობს მონოპოლიების მოსპობას, არამედ პირიქით, თავად გვევლინება ამ მონოპოლიების შემოქმედად და დამცველად. ეს არც არის გასაკვირი თუ გავითვალისწინებთ, რომ სწორედ თითოეული ამ მონოპოლიური სფეროდან მოჭრილი წილი პირდაპირ ხელისუფლების შავ სალაროში იყრის თავს. ამის კიდევ ერთი დასტურია თუნდაც ის, რომ ახლა უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში მერაბიშვილი თავის არცერთ გამოსვლაში და არც სამთავრობო პროგრამაში “მეტი სარგებელი ხალხს” საერთოდ არ შეხებია მონოპოლიების თემას. თუ სარგებელზეა ლაპარაკი, სწორედ ბიზნესში ჯანსაღი კონკურენცია და არა მონოპოლია შეიძლება, გახდეს ხალხის დასაქმების, მედიკამენტის, საწვავის, სურსათის გაიაფების და შესაბამისად ხალხისთვის მეტი სარგებლის რეალური საფუძველი”, – განაცხადა გამყრელიძემ.პარტიის ლიდერის თქმით, “რომელ სფეროშიც არ არის მონოპოლია, იქ ბიზნესიც წარმატებით ვითარდება და ფასებიც დაბალია”.“ამის კარგი მაგალითია, მობილური კავშირგამულობა, სადაც “მაგთის” დამფუძნებელი ამერიკული მხარის ფაქტორის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ აშკარა და ღია მონოპოლიის ჩამოყალიბება ვერ მოახერხა და შესაბამისად, ამ სფეროში ფასები მუდმივად კლებულობს, ხოლო სერვისი უმჯობესდება. ჩვენ, “ახალი მემარჯვენეები” შევძლებთ ისევე, როგორც ქართული სოფლის თემა, მონოპოლიების თემაც აქტუალური გავხადოთ ქვეყნის პოლიტიკურ რეალობაში და ვაიძულებთ ვანო მერაბიშვილს და მის მთავრობას აღიაროს მონოპოლიური კლანების არსებობა და უარი თქვას მათ მხარდაჭერაზე. ამით მოგებული დარჩება ხალხი და მართლაც სარგებელს თითოეული ოჯახი მიიღებს”, – აღნიშნა “მემარჯვენეების” თავმჯდომარემ.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts