planetanews Posted July 5, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 5, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/jondi-bagaturia-300x240.jpgროგორც “ქართული დასის” ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ პრაიმ-თაიმის პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „სხდომაზე დასწრება-არდასწრების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი ნამდვილად არ არის“.“პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გამოსვლისას გამართულ დებატებზე დასასწრებად ჩვენი ფრაქციის ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა, დებატებში მონაწილეობა არ მიეღო და მე უფლება არ მაქვს, მათთვის ჩემი აზრი მომეხვია თავს. ვფიქრობ, პარლამენტში დებატებისთვის დამატებითი 36 წუთი უნდა გამოგვეყენებინა. ფრაქციის წევრებს შორის განხეთქილება არ არის, ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა მოსაზრებებს შევაჯერებთ და პრობლემაც გვარდება. ჩვენი ფრაქცია ორი პოლიტიკური პარტიისგან შედგება, შესაბამისად, ჩვენ თანამებრძოლები ვართ, მაგრამ სხვადასხვა პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. ჩვენ თავისუფალი ხალხი ვართ და თავისუფალი ქვეყნისთვის ვიბრძვით, სხდომაზე დასწრება-არდასწრების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი ნამდვილად არ არის. ნუ ეძებთ შავ კატას ბნელ ოთახში, თუ ის იქ არ იმყოფება. მე არავისთან მაქვს დაპირისპირება. ჩვენი მთავარი პრობლემა მხოლოდ სააკაშვილის ბანდის დამარცხებაა”, – განაცხადა ბაღათურიამ. opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts