Jump to content
Planeta.Ge

tabula.ge: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს მოდერნიზაციას იწონებს


Recommended Posts

##image#9810#1#სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტად იმ­ყო­ფე­ბა ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი ჰერ­მან ვან რომ­პო­იმ, რო­მე­ლიც დღეს სა­ღა­მოს პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს შეხ­ვდა. მე­დი­ის­თვის გა­მარ­თულ  პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე რომ­პო­იმ გა­ნაც­ხა­და, რომ “სა­ქარ­თვე­ლო რე­გი­ონ­ში სხვა ქვეყ­ნე­ბის­თვის მა­გა­ლი­თია” და ყუ­რად­ღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა ქვეყ­ნის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ა­ზე და რე­ფორ­მებ­ზე, რო­მელ­მაც ახა­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას და ხელ­საყ­რე­ლი ბიზ­ნეს­გა­რე­მოს შე­იქ­მნას შე­უწ­ყო ხე­ლი.

თუმ­ცა, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­დერ­ნი­ზა­ცია უნ­და გაგ­რძელ­დეს და ამ მხრივ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­დი­კა­ტო­რი  ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო და შემ­დგომ­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა.

რომ­პო­იმ ევ­რო­კავ­შირ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზეც ისა­უბ­რა და გა­ნაც­ხა­და, რომ  ”პროგ­რე­სია თა­ვი­სუ­ფა­ლი, ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ევ­რო­კავ­შირ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბაც”.

რომ­პოი ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­საც შე­ე­ხო და  გა­ნაც­ხა­და, რომ ევ­რო­კავ­შირს აფ­ხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­ში კონ­ფლიქ­ტე­ბი მოგ­ვა­რე­ბის ძლი­ე­რი ინ­ტე­რე­სი აქვს.

თა­ვის მხრივ, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­მოს­ვლი­სას, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გან­მარ­ტა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ წინ წა­ი­წია ევ­რო­კავ­შირ­თან ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი ვაჭ­რო­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში, რაც ქვე­ყა­ნა­ში და­მა­ტე­ბით ათა­სო­ბით ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლის შექ­მნას შე­უწ­ყობს ხელს. მან ასე­ვე ყუ­რად­ღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა ვი­ზე­ბის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­კით­ხზეც.

პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, ოქ­ტომ­ბე­რის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე  სა­ქარ­თვე­ლო მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევრ დამ­კვირ­ვე­ბელს ეპა­ტი­ჟე­ბა ევ­რო­კავ­ში­რი­დან. “გვინ­და, რომ ევ­რო­კავ­შირ­მა აქ­ტი­უ­რად მი­ი­ღოს ამ პრო­ცე­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ეს პრო­ცე­სი უნ­და იყოს გამ­ჭვირ­ვა­ლე, გახ­სნი­ლი და ყვე­ლა მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი­სა­გან გაწ­მენ­დი­ლი, მოს­ყიდ­ვი­სა­გან, ფუ­ლი­სა­გან, მით უმე­ტეს უც­ხო­ე­თი­დან შე­მო­სუ­ლი ფუ­ლი­სა­გან გაწ­მენ­დი­ლი იმი­სათ­ვის, რომ ჩვენ შევ­ძლოთ თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა”, – გა­ნაც­ხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...