planetanews Posted July 5, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 5, 2012 ##image#9813#1#რუსეთში მოკლული ყოფილი გენერლის, რომან დუმბაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირები სამართალდამცველებმა დააპატიმრეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირებს, რომან ბელქანიას, ალექსანდრე ბერიშვილსა და შატაია თარუღაშვილს მოსკოვის სასამართლომ 21 აგვისტომდე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.გამოძიების მტკიცებით, რომან დუმბაძეს ბელქანია უთვალთვალებდა, ხოლო ალექსანდრე ბერიშვილი მართავდა იმ მოტოციკლს, რომლიდანაც თარუღაშვილმა ყოფილ გენერალს ესროლა.როგორც ცნობილია, ალექსანდრე ბერიშვილი დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მან მოტოციკლით ნამდვილად მიიყვანა შემთხვევის ადგილზე თარუღაშვილი, მაგრამ მკვლელობის გეგმის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა გამოძიების ცნობით, ბერიშვილმა მკვლელობის შემდეგ ფული აიღო, რაც მის მკვლელობაში თანამონაწილეობაზე მიუთითებს.საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი რომან დუმბაძე, მოსკოვში, საკუთარ სახლთან ახლოს 21 მაისს მოკლეს. ყოფილი გენერალი რუბლოვსკაიას გზატკეცილზე მოტოციკლიდან დაცხრილეს.რომან დუმბაძე სამშობლოს ღალატის ბრალდებით 2004 წელს, აჭარის მოვლენების დროს დააკავეს და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს რომან დუმბაძე საქართველოს მთავრობამ ფოთის პორტში დატყვევებულ 12 ქართველ სამხედროზე გაცვალა, რის შემდეგაც მან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts