planetanews Posted July 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/news_1_70879-300x291.jpgსრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ს მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ხვალ წმინდა სინოდის სხდომაზე ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლით კალისტრატეს სინოდის შემადგენლობიდან გარიცხავენ, უარყოფს.ამის შესახებ, “ექსპრესნიუსს” მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.“მსგავსი ინფორმაცია თქვენგან პირველად მესმის, წმინდა სინოდი იმსჯელებს რამდენიმე საკითხზე. არ იგიეგმება რომელიმე მეუფის სინოდიდან გარიცხვა”,– განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სინოდის სხდომაზე ხვალ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე (მარგალიტაშვილის) საქმეს განიხილავენ და, შესაძლებელია, ის სინოდიდან გარიცხონ. არ არის გამორიცხული, გარიცხვის მიზეზად ბაგრატის ტაძრის ირგვლივ ატეხილი გაუგებრობა დასახელდეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts