Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - პრეზიდენტი სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების იდეას “სულელურს” უწოდებს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/Saakashvili2-300x199.jpgპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების იდეას “სულელურს” უწოდებს.

ეს განცხადება პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროში სტუმრობისას გააკეთა, სადაც თანამშრომლებს ახალი მინისტრი დიმიტრი შაშკინი პირადად წარუდგინა.

“ეს სულელური იდეაა. რომელ ქვეყანაში არ არის პროფესიული ჯარი?! სინგაპურში საყოველთაო გაწვევაა, ისრაელში საყოველთაო გაწვევაა, თან კაცების და ქალების ის, რომ საქართველოს ყველა კატეგორიის მოქალაქე ამა თუ იმ ფორმით უნდა იყოს ქვეყნის თავდაცვაში ჩართული და ეს არ უნდა იყოს მარტო ერთი, ცალკე აღებული პროფესიონალის პრივილეგია, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ასევე, პრეზიდენტმა სარეზერვო სისტემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ტიპის პროგრამის განხორციელება აუცილებელია.

“ასევეა რეზერვისტთა სისტემაც. საქართველოს დამპყრობელთნ შეხმატკბილებული, ჩვენი უთავმოყვარეო ელემენტების თავდასხმებით, სარეზერვო სისტემაზე, მგონი ცუდად მიუდგებათ მათ უკან, სარეზერვო სისტემა საქართველოში ყველა რეგიონს სჭირდება. პრაქტიკულად, ყველა ადამიანი ჩაეწერა ამ პროგრამაში. ყველას უნდა შეეძლოს თავისი სოფლის, უბნის, დაბის, ქალაქის, რაიონის დაცვა, რადგან კარგად დავინახეთ, რომ როცა დამპყრობელი შემოდის, ის ქართველებს აღარ ტოვებს”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...