planetanews Posted July 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/maia_miminoshvili-300x168.jpgგამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის წარდგენისას საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. განცხადებას, რომელიც მიმინოშვილის ფაცებოოკ-ის გვერდზე დაიდო, “ექსპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ :” უკანსაკნელი ნახევარი საათის განმავლობაში უამრავმა ჟურნალისტმა დამირეკა კომენტარისათვის. განათლების მინისტრის წარდგენისას გაკეთებეულ შეფასებაზე მთხოვეს აზრის გამოთქმა. ეს ყოველივე მხოლოდ ჩემი მისამართით რომ ყოფილიყო ნათქვამი, თავს შევიკავებდი, მაგრამ უსამართლოდ და დაუმსახურებლად შეურაცხყოფილი კოლეგების გამო ვალდებული ვარ ბრალდებებს განმარტებით ვუპასუხო:1. ერთიანი ეროვნული გამოცდების იდეა გამოცდების ეროვნულ ცენტრში ალეკო კარტოზიას მინისტრობისას გაჩნდა. მაშინ შეიქმნა პირველი პროექტი… რეალობად ქცევა კი უდავოდ ამ ხელისუფლების დამსახურებაა, რასაც ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავდი. გაჩნდა პოლიტიკური ნება გატარებულიყო ასეთი რეფორმა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მისაღები გამოცდების ქართული მოდელი შექმნა და დანერგა.2. წელს არ გახლავთ პირველი წელი, როდესაც სამინისტროს მიერ შექმნილი კომისია ადასტურებს, რომ საგამოცდო პროგრამები სასწავლო გეგმებთან სრულ შესაბამისობაშია, თუმცა, არც მანამდე სცდებოდა ამ ფარგლებს.3. ეს არ იყო გამოცდები პრივილეგირებულებისათვის – ამაში აბიტურიენტები და სტუდენტებიც დამეთანხმებიან. ამის შესახებ არაერთხელ უსაუბრია საქართველოს პირველ პირს. ის ამბობდა, და სრულიად ვეთანხმები, რომ ამ გამოცდებმა საქართველოს რაიონების, სოფლების მოსწავლეებს გზა გაუხსნა პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლებისაკენ.4. გარდა მისაღები გამოცდებისა, ცენტრი საატესტატო, სასერტიფიკაციო, სამაგისტრო და სტუდენტთა გამოცდებს ატარებს, ასევე ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას (2011 წლის ბოლომდე საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებს) კიდევ რამდენიმე აქტივობას, აღარაფერს ვამბობ საცდელ ტესტირებებზე. ეს ყველაფერი ყოველდღიურ, უმძიმეს შრომას მოითხოვს 12 თვის განმავლობაში! ისე, ვერაფრით ვხსნი, რატომ დასახელდა ასეთი უცნაურად დიდი ხელფასები, რომელთაც რეალურთან საერთო არ აქვს…დაბოლოს… თხოვნით მივმართავ ყველას, პირველ რიგში კი ხელისუფლების წარმომადგენლებს – ნუ მიაყენებენ დაუმსახურებელ შეურაცხყოფას ადამიანებს, რომლებმაც მართლაც ბევრი გააკეთეს ამ ქვეყნისთვის, მათ ნაწილს კი ღირსების ორდენი აქვს მიღებული. მერწმუნეთ, ისინი სამსახურიდან წამოსვლის შემდეგაც ამ ქვეყნის სამსახურში დარჩებიან. შევეჩვიე, რომ ჩემს მიმართ ათასი დაუსაბუთებელი ბრალდების წამოყენება პოლიტიკურად მომგებიანია, მაგრამ მორალური უფლება არ მაქვს მშიდად მივიღო ჩემი კოლეგების მისამართით წამოყენებული არარეალური ბრალდებები”, – ნათქვამია განცხადებაში.შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა განათლების სამინისტროში ახალი მინისტრის ხატია დეკანოიძის წარდგენისას გამოცდების ეროვნული ცენტრის საქმიანობა გააკრიტიკა.“გამოცდების ცენტრი, სადაც 8 000, 10 000 და 15 000 ლარი ჰქონდათ ხელფასი, კანტორა იყო, გაიღებოდა წელიწადში ერთი თვე, ჩაატარებდნენ გამოცდებს და მერე 11 თვე იღებდნენ თავის 15 000 ლარს ხელფასებს და კარგად იყვნენ მხართეძოზე წამოწოლილი. ჩემზე სამჯერ მეტ ხელფასებს იღებდნენ, არაფრის კეთებაში”, – განაცხადა სააკაშვილმა იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts