Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სააკაშვილი: ვანო მერაბიშვილი ევროკავშირთან უფრო მჭიდროდ უნდა დავაკავშიროთ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/brifingi1-300x199.jpgვანო მერაბიშვილი ევროკავშირთან უფრო მჭიდროდ უნდა დავაკავშიროთ. ამის შესახებ,  საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპოისთან  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, საღამოს ვახშამზე რომპოისა და პრეზიდენტს შეუერთდება ასევე პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილიც.

„ქვეყანამ წინ წაიწია ასევე ვიზების ლიბერალიზაციის საკითხებში, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან.“–აღნიშნა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები ელის და მთავრობა ეპატიჟება მაქსიმალურად ბევრ დამკვირვებელს ევროკავშირის მხრიდან.

„ჩვენ ვპატიჟებთ ევროპელ დამკვირვებლებს, გვინდა ისინი, მაქსიმალურად დიდი რაოდენობით, დაკვირდნენ არჩევნებს ოქტომბერში, ევროპამ აქტიურად უნდა მიიღოს მონაწილეობა, არჩევნების თავისუფლად წარმართვაში, რაც მთავარია, კორუფციისგან თავისუფალი გარემო უნდა იყოს.“–განაცხადა სააკაშვილმა.

მისი განცხადებით, საქართველოს ევროპული ორიენტაციის მყარ საფუძველს წარმოადგენს ასევე ხალხის ნებაზე დაფუძნებული პროცესები და არა მოსყიდვაზე, დაშინებასა და რეპრესიულ მანქანაზე.

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...