Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

5 ივლისს, 11:45 საათზე, პარლამენტის აპარატის სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის გამარჯვებულებს ტრენინგი ჩაუტარდებათ.

მის: ქუთაისი, მთავრობის სახლი

5 ივლისს, 12:00 საათზე, საპატრიარქოში საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

5 ივლისს, 12.00 საათზე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე და რეგიონული განვითარების მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ხაშურის რაიონის სოფელ გომში, საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოებს მოინახულებენ.

5 ივლისს, 12.00 საათზე, ‘ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის’ სამეგრელოს ბიუროს ხელმძღვანელობა ზუგდიდში, ‘დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში’ ადგილობრივ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდება.

თემა: ‘ქალთა აქტივობა პოლიტიკაში და ედპ-ს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივა დიასახლისის სოციალურ სტატუსთან დაკავშირებით’.

მის: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. #52

5 ივლისს, 12:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომა გაიმართება.

5 ივლისს, 12:30 საათზე, ‘ახალი მემარჯვენეების’ თავმჯდომარე დავით გამყრელიძე საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: `ახალი პრემიერ-მინისტრი და მის მიერ წარმოდგენილი პროგრამა’.

მის: ჟ. კალანდაძის ქ.#3

5 ივლისს, 13:00 საათზე, ‘პრაიმ ტაიმის’ პრესკლუბში ‘ქართული დასის ლიდერი’ ჯონდი ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ‘საარჩევნო კოალიციები’.

5 ივლისს, 13:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საგადასახადო კოდექსის კომენტარის (ორ წიგნად) პრეზენტაცია გაიმართება.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ

I კორპუსი, II სართული, სააქტო დარბაზი

5 ივლისს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე თეთრიწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს დაათვალიერებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება, ასევე ‘კოდის’ მეფრინველეობის ფაბრიკას მოინახულებს და საწარმოში დასაქმებულებს შეხვდება.

5 ივლისს, 13.00 საათზე, ‘ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის’ ლიდერები გიორგი თარგამაძე და ლევან ვეფხვაძე გორში, ‘დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში’ სტუდენტებს შეხვდებიან.

მის.: სტალინის ქ. #7

5 ივლისს, 14:00 საათზე, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები საპროტესტო აქციას გამართავენ.

5 ივლისს, 14:00 საათზე, ‘მწვანეთა პარტიის’ ოფისში პარტიის გენერალური მდივანი გიორგი გაჩეჩილაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: `ენერგეტიკის სამინისტრომ `მადნეულის’ რუს მეპატრონეებს ბოლნისის მოსახლეობის მოწამვლის უფლება 13 მილიონად მიჰყიდა’.

მის: კანდელაკის ქ. #55

5 ივლისს, 15:00 საათზე, გორში, კოალიციის – ‘არჩევნის თავისუფლებისთვის’ და გორის ‘დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის’ ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა ადგილობრივ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან და აქტიურ მოქალაქეებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებით.

5 ივლისს, 15.30 საათზე, ‘ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის’ ლიდერები გიორგი თარგამაძე და ლევან ვეფხვაძე პედაგოგებს შეხვდებიან.

მის.: თავისუფლების მოედანი #3, სასტუმრო ‘ციტადინი’

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...