planetanews Posted July 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/04/saakashvili42243.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი დიმიტრი შაშკინი პირადად წარუდგინა.როგორც სააკაშვილმა სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა, შაშკინი მაღალი კვალიფიკაციის ხელმძღვანელი და”იდეების გენერატორია”.“მან გაატარა ყველა სფეროში, სადაც იყო, ძალიან მნიშვნელვანი და სასიკეთო რეფორმები. არის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი საუკეთესო, ქართველი პატრიორტი, რომელსაც მე ვიცნობ. დიმას ექნება ძალიან საინტერესო იდეები, ის მართლაც იდეების გენერატორია, როგორც ხელმძღვანელი, არის ძალიან კოლეგიალური ადამიანი, ძალიან დემოკრატიული და თავმდაბალი. ჩვენ გვჭირდება მოაზროვნე ხალხი, ვინც თამამად გაცვლის იდეებს, თამამად გააკრიტიკებს, რაც არ მოეწონება, თამამად გამოთქვამს აზრს, არ დაეთანხმება ჩვენს აზრს, თუ საჭიროა, – ამით მიიღწევა ქართულ სახელმწიფო აპარატში შედეგი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.პრეზიდენტის განმარტებით, თავდაცვა ყველაზე ფაქიზი და ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა საქართველოსთვის და რომ არა შეიარაღებული ძალები,და ის გმირობა, რომელიც 2008 წლის აგვისტოში ქართველმა ჯარისკაცებნა განოიჩინეს , დღეს საქართველო აღარ იარსებებდა.“საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აქვს ყველაზე მაღალი ავტორიტეტი ყველა სახელმწიფო დაწესებულებას შორის და ეს არის როგორც ჩვენი ოფიცრების, სერჟანტების, ჯარისკაცების დამსახურება, ისე სწორი ხელმძღვანელობის და სწორი კურსის დამსახურება. რომ არა საქართველოს შეიარაღებული ძალები, ჩვენი ქვეყანა დღეს, როგორც სახელმწიფო, არ იარსებებდა”, – აღნიშნა სააკაშვილმა.შეგახსენებთ, მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, დიმიტრი შაშკინმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ბაჩო ახალაია ჩაანაცვლა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts