Jump to content
Planeta.Ge

newstime.ge: შენ არ ხარ დამნაშავე,მაგრამ უნდა მოიხადო 22 წლიანი სასჯელი !


Recommended Posts

2006 წლის აგვისტო იწურებოდა,სოსო რომ ჩემთან მოვიდა სახლში(ჩემი ოჯახის ახლობელი).მაშინ მე პატარა ვიყავი,13 წლის.ზოგადად,სოსო მხიარული ადამიანია და მაშინაც მშვენიერ ხასიათზე იყო.ამბობდა,რომ რამდენიმე დღეში რაჭაში აპირებდა წასვლას ,სადაც მისი მეუღლე და შვილი იმყოფებოდნენ. ეს ყველაფერი ცხადია არ დამამახსოვრდებოდა,რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება.2006 წლის 5 სექტემბერს სოსო დაიჭირეს. ყველასთვის ვინც სოსოს იცნობდა და მათ შორის ჩემთვისაც,ეს ამბავი დაუჯერებელი და მეტიც,შოკის მომგვრელი იყო – ვერავინ იჯერებდა,რომ შეიძლებოდა სოსოს ან ყაჩაღობა,ან მითუმეტეს მკვლელობა ჩაედინა. ამ ამბიდან გარკვეული დროის შემდეგ,სტუდია “მონიტორმა” გადაიღო ფილმი,სადაც ამ საქმის თითოეული მონაწილე : გარდაცვლილის მეუღლე,ეჭვმიტანილები და მოწმეები არიან ასახულნი. ფილმში იმდენად იკვეთება დაკავებულთა უდანაშაულობა ,რომ ნებისმიერი კრიტიკულად განწყობილი ადამიანიც კი მიხვდება,რომ დალაქიშვილები დღესაც უდანაშაულოდ სხედან ციხეში. დანარჩენ ორს არ ვიცნობ( 3 ადამიანი დააკავეს ) , თუმცა მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებაც რომ ხელოვნურად არის შექმნილი,თავადაც მიხვდებით.

სოსოზე ყველაზე მთავარი გარემოება რამაც მე დამარწმუნა,რომ იგი უდანაშაულოა,არის შემდეგი :

1. სოსო ამოიცნო 7 წლის ბავშვმა,ბავშვი ამბობს,რომ დამნაშავეს ეკეთა ნიღაბი და ქონდა ცისფერი თვალები – ვინაიდან სოსოსაც ცისფერი თვალები აქვს,გამოძიებამ სარწმუნოდ ჩათვალა ბავშვის ნაამბობი.

2. გარდაცვლილის მეუღლემ პირველ ჩვენებაში სოსო არ მოიხსენია ეჭვმიტანილად,ხოლო მეორე ჩვენებაში უკვე მას “დაადო ხელი”.

3. მესამე და (ჩემთვის) მთავარი, ყაჩაღობის დროს იმ ოჯახში,რომელიც დააყაჩაღეს,იმყოფებოდა მერი ჭელიძე,რომელიც სოსოს უბნელი(თბილისში) და ნაცნობია. როდესაც მკვლელობა მოხდა,რა თქმა უნდა გოგონა შეშინდა და მის მშობლებს გადაურეკა თბილისში.მისი მშლობლები ცხადია თბილისიდან რაჭაში ჩასვლას ვერ მოასწრებდნენ და დაურეკეს მათ მეგობარ სოსოს(ზემოთ ნახსენებს) და თხოვეს,რომ მერისთვის მიეხედა. სოსომ თავად უპასუხა ტელეფონის ზარს,მერის მშობლებს უთხრა,რომ ნასვამი იყო,თუმცა მაინც ჩავიდოდა და გაერკვეოდა მომხდარში და 10 წუთში გააგებინებდა თუ რატომ იყო მერი შეშინებული. 10 წუთის შემდეგ ისიდორე(სოსო) დააკავეს და იგი დღემდე იხდის სასჯელს,მას 22 წელი აქვს მისჯილი.

გთხოვთ უყუროთ სტუდია “მონიტორის” მიერ გადაღებულ ფილმს აღნიშნულ საქმეზე და თქვენი დასკვნა გააკეთოთ.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...