Jump to content
Planeta.Ge

newstime.ge: ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს!


Recommended Posts

ქვემოთ მოცემული ღია წერილი, ივანიშვილს ამა წლის 18 თებერვალს მივწერე.ალბათ ეს წერილი ბ.ბ-ს არც უნახავს,მაგრამ,მოხარული ვარ,რომ უმეტესი ნაწილი იმისა,რასაც მისგან ველოდი ოპოზიციაში ყოფნის პირობებში,შესრულდა!

მოგესალმებით ბატონო ბიძინა !

ბატონო ბიძინა,მე თქვენი მხარდამჭერი ვარ.სიმართლე რომ გითხრათ,თქვენს გამოჩენამდე დიდად არ ვინტერესდებოდი პოლიტიკით,სააკაშვილს ყველაფერი ისე ქონდა დაწერილი,როგორც მას აწყობდა,ამ სცენარის შემცვლელი კი არსად ჩანდა. თქვენი გამოჩენის შემდეგ,რადიკალურად შემეცვალა აზრი იმის შესახებ,რომ მიშას მმართველობა უსასრულოდ გაგრძელდება– მიმაჩნია,რომ თქვენ ხართ ის ადამიანი,რომელსაც რეალურად შესწევს ძალა,შეცვალოს დღევანდელი მთავრობა და მასთან ერთად ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარებაც მიშას და მის გუნდს ჩააყოლოს პოლიტიკურ სამარეში.

რას ველი თქვენგან?

პირველ რიგში ველი,რომ ყველანაირ ხერხს გამოიყენებთ (კანონიერს) ხელისუფლებაში მოსასვლელად და არც ერთი წამი არ იფიქრებთ უკან დახევაზე. ველი,რომ იმ ხალხის გარდა,რომელიც გუშინ წარადგინეთ(საინიცატივო ჯგუფს ვგულისხმობ) სხვა პროფესიონალებსაც მიიღებთ თქვენს გუნდში (რაც მთავარია ახალ სახეებს). ველი,რომ ხშირად გიხილავთ წინასაარჩევნო პერიოდში.ხალხში გასვლა და მათთან საუბარი თქვენთვისაც და ჩვენთვისაც აუცილებელი და საჭიროა.თქვენ არამც და არამც არ უნდა ამოიყენოთ გვერდში ისეთი პოლიტიკოსები,როგორიც ნინო ბურჯანაძეა – ეს დამღუპველი იქნება თქვენთვისაც და თქვენი ამომრჩევლისთვისაც,თქვენი რეიტინგი საგრძნობლად მოიკლებს და თქვენი გამარჯვებაც ეჭვქვეშ დადგება. ღრმად ვარ დარწმუნებული,რომ თქვენ ხალხთან ერთად გაიმარჯვებთ ამ ბრძოლაში და “ქართული ოცნებაც” ახდება. თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რას ველი,ქვემოთ ჩამოვწერ:

- სამართლიან სასამართლოს.

- კრიმინალთან და დანაშაულთან ბრძოლის კიდევ უფრო გაძლიერებას.

- ელიტალური კორუფციის მთლიანად(100 %) აღმოფხვრას.

- საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარებას(მცდელობას მაინც).

- საქართველოსთვის იმ ტერიტორიების დაბრუნებას,რომელიც რუსეთს აქვს მიტაცებული(მცდელობას მაინც).

- ველი,რომ ხელისუფლებაში არ იქნებიან 20 და 25 წლის ბიჭები და გოგონები , სააკაშვილმა უკვე ჩარეცხა ჩემი ბებიისა და ბაბუის ასაკის ხალხი,არადა ზუსტადაც რომ ასაკოვან ხალხში ჭარბობენ პროფესიონალები.

- ველი,რომ მედია იქნება ბოლომდე (100 %) თავისუფალი და არცერთი წამით არ იქნება თქვენი ან რომელიმე თქვენი თანაგუნდელის მხრიდან მცდელობა,რომ რომელიმე გაზეთი თუ ტელევიზია ისე აშუქებდეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს,როგორც ეს დღეს ხდება – რუსთავი2ისა და იმედის მსგავსად . დღეს ამ 2 ტელევიზიას რომ უყუროს ადამიანმა,რკინის ნერვები ჭირდება – თვალებში გვიყურებენ და გვეუბნებიან,რომ ჩვენ ბედნიერ და გაბრწყინებულ საქართველოში ვცხოვრობთ,ხოლო ის სიდუხჭირე რაც დღეს ჩვენს ოჯახებშია,ილუზიაა და მეტი არაფერი. მე მომავალი ჟურნალისტი ვარ და არ მსურს,რომ ჩემზე ვინმესგან ხორციელდებოდეს ზეწოლა და ტყუილის წერასა ან გახმოვანებაში ვიღებდე ხელფასს.

- ველი,რომ გირგვლიანის,რობაქიძის,ვაზაგაშვილისა და სხვა ადამიანების მკვლელობის მონაწილეები და დამკვეთები მთელი სიმკაცრით იქნებიან დასჯილნი

- ველი,რომ მუშაობის დაწყება არ იქნება დამოკიდებული იმაზე,თუ ვინ არის მამაჩემი და თავიდან ბოლომდე იქნება დამოკიდებული ჩემს ცოდნასა და შრომისმოყვარეობაზე

დღემდე ჩემთვის,რიგითი მოქალაქისთვის,ამომრჩევლისთვის და უბრალოდ სტუდენტისთვის,მხოლოდ ერთი მიზანი არსებობდა – რაც შეიძლება მალე გამეღწია საქართველოდან იმ ნებისმიერ ქვეყანაში,სადაც ჩემი პოლიტიკური შეხედულების გამო არ მექნებოდა განცდა,რომ ვერასოდეს დავიწყებდი კარგ ადგილას მუშაობას და ვერასოდეს შევძლებდი ჩემი ოჯახისთვის შესაფერისი გარემოს შექმნას.დღეს კი უკვე აღარ ვფიქრობ საქართველოდან წასვლაზე – მე თქვენს ხელისუფლებაში მოსვლას ველოდები და ყველანაირად ვეცდები,თქვენთან ერთად ვიბრძოლო საქართველოს და ჩვენი,თითოეული მოქალაქის ოჯახების გადარჩენისთვის!მე ვაფასებ რაც თქვენ პოლიტიკაში მოსვლამდე გააკეთეთ საქართველოსა და ქართველებისთვის,მე ვაფასებ რომ თქვენ იტვირთეთ ის ტვირთი,რასაც სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლა ქვია – მე თქვენი იმედი მაქვს!

ბატონო ბიძინა, მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ყველაფერი რაც ზემოთ დავწერე,მხოლოდ ჩემი სურვილად და მოთხოვნად არ დარჩება . თქვენ ჩაერთეთ ბრძოლაში(რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით) რომელში წაგებაც დღეს საქართველოს წაგების ტოლფასი იქნება.

ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ საქართველოს ჩიხიდან გამოყვანას და “ქართული ოცნების” ახდენას !

http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/06/529613_385683634826509_1964910909_n.jpg

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...