Jump to content
Planeta.Ge

newstime.ge: ნაციონალური ფეტიშიზმი – ვადიდოთ მიშვარდი!


Recommended Posts

ამ ბოლო დროს,მიხეილ სააკაშვილის(მიშ-ვარდის) მხარდამჭერების რაოდენობა თვალშისაცემად შემცირდა,ამ შემცირებული რაოდენობის ნახევარი კი მიშას ქება-დიდებით არის დაკავებული. მაგალითად,ერთ-ერთ ქალბატონს მიხეილ სააკაშვილის ხმელი მჭადი ურჩევნია,ივანიშვილის ქაბაბს…არადა,ეს ქალბატონი,ფიზიკურად სულაც არ გავს ხმელი მჭადით გამოკვებულს..

ზოგადად,სხვა ქვეყნების მაგალითი არ ვიცი,მაგრამ ის ფაქტია,რომ საქართველოში ,გამსახურდიას დროიდან მოყოლებული დღემდე,არის საზოგადოების კონკრეტული ნაწილი,რომელიც ასრულებენ პიროვნების გაფეტიშების როლს. ალბათ გახსოვთ მღვდელი,რომელიც ამბობს კონკრეტულ სიტყვებს – “ვისაც პრეზიდენტი არ უყვარს,აქ არ დავინახო შემოსული.” – საუბარი აქვს ეკლესიაზე…არ დავიწყებ ამ საკითხზე რელიგიურ ასპექტში საუბარს,გარკვეული მიზეზების გამო,თუმცა ფაქტია,რომ ამ შემთხვევაში,სასულიერო პირი საგრძნობლად აჭარბებს მის უფლება-მოსილებას და მრევლის იმ ნაწილს,რომელსაც პრეზიდენტი არ უყვარს,ღვთის სახლიდან დევნის.

ჩემი აზრით,ზოგადად,სწორედ ასეთი ადამიანები უწყობენ ხელს ადამიანების გადაგვარებას. სწორედ ასეთმა ადამიანებმა გამოიწვიეს ის,რომ სააკაშვილი ხშირად ედრება დავით აღმაშენებელს. სამარცხვინოა ის ფაქტი,რომ ადამიანები,საკუთარი კეთილდღეობის გამო, ჭაბუა ამირეჯიბის გენიალური ნაწარმოების “გმირის,” არქიფო სეთურის მრევლის დონეზე არიან დასულები.

არასოდეს დამავიწყდება ასევე სასულიერო პირი,მეუფე კალისტრატე,რომელსაც იმდენად მაღალი წარმოდგენა აქვს მიხეილ სააკაშვილზე,რომ მას აღმაშენებელიც კი უწოდა…

http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/06/e1839be18394e183a3e183a4e18394-e18399e18390e1839ae18398e183a1e183a2e183a0e18390e183a2e18394.jpg

ჩემი აზრით ნებისმიერ ლიდერს,რომელიც ხელისუფლებაში მოვა,სწორედ საკუთარი მხარდამჭერები უნდა უკონტროლებდნენ თითოეულ სწორ თუ არასწორ ნაბიჯს და სწორედ საკუთარი მხარდამჭერები უნდა აკრიტიკებდნენ ყველაზე მეტად,რათა თავად ლიდერმაც დაინახოს საკუთარი შეცდომები და თითოეული მისი ნაბიჯი,გასხივოსნებული არ ეგონოს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან კარგი ვიდეო დაამზადა AlternaTVstudio-მ,რომელშიც სწორედ ასეთი ტიპის ადამიანები არიან ასახულნი,რაზეც ზემოთ ვილაპარაკე.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...