planetanews Posted June 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 29, 2012 http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/06/abkhazia.jpg„საქართველოსთან დიალოგისთვის გვჭირდება ისეთი პრაგმატული თანამოსაუბრეები, როგორებიც არიან ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ალასანია“ – განაცხადა ჩიკირბამ. მისი თქმით, აფხაზური მხარე მზადაა დიალოგისთვის, თუმცა არა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პირობებში: „ივანიშვილი საქმიანი ადამიანია და შესაძლოა, საკმაოდ პრაგმატულიც, რომელიც გაიგებს, როგორი გამოსავალია მომგებიანი ყველასთვის“.ეს განცხადება 25 ივნისს აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ ჩირიკბას ეკუთვნის. მაშინ როდესაც ხელისუფლება გლოვალის ანტენების “დაპატიმრებით” ხოლო მისი მხარდამჭერები ამ აქტის “გაპრავებით” იყვნენ დაკავებულნი, აფხაზეთის წარმომადგენლის ეს განცხადება კონკრეტულ სიგნალად მომეჩვენა, რომელმაც შეიძლება მომავალში ბევრი რამ განსაზღვროს.საუბარს დავიწყებ აფხაზეთის მდგომარეობის განხილვით დაწყებული, 2004 წლიდან,დღემდე. ნაციონალური მოძრაობა, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ცდილობდა საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ აქტიურად მუშაობდა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების საკითხზე. ამის მაგალითია, საარჩევნო დაპირებები და სკანდალური განცხადებები, რომელსაც ხელისუფლების მაღალი რანგის პირები აკეთებდნენ, კონკრეტულ თარიღებსაც ასახელებდნენ, თუ როდის აფრიალდებოდა ქართულში დროშა ცხინვალსა და სოხუმში. გამომდინარე იქიდან, რომ დაკარგული ტერიტორიები, მოსახლებისთვის ყოველთვის მტკივნეული თემა იყო, პოლიტიკოსები, მუდმივად ცდილობდნენ ამ თემით ლავირებასა და PR-ის ერთერთ საშუალებად გამოყენებას.ნაციონალ-ვარდოსნების აფხაზეთთან ურთიერთობა არ შედგა. ამ კომუნიკაციას წყალი, პრეზიდენტ სააკაშვილის ჯერ კიდევ ომამდე დაწყებულმა სამხედრო რიტორიკამ შეუყენა, ხოლო ომის შემდეგ, როდესაც რუსეთმა ორი ქართული რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, საბოლოოდ შეწყდა ქართული ხელისუფლების მიერ ამ თემებით ლავირება. ხელისუფლებას უდიდესი კოზირი ჰქონდა აფხაზეთთან პოლიტიკური თამაშის საწარმოებლად, ამ კოზირს კოდორის ხეობა ერქვა. ტერიტორია, რომელიც აფხაზეთის მესამედს შეადგენდა, 1993 წლიდან მოყოლებული ქართული მხარის კონტროლს ექვემდებარებოდა, რასაც ემზარ კვიციანი საკუთარი შეიარაღებული ფორმირების საშუალებით უზრუნველყოფდა. თუმცა როდესაც სააკაშვილმა კვიციანი ლამის სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა და ქვეყნიდან გააძევა იქ, შსს-ს ნაწილები ჩადგნენ. როგორც 2008 წლის ომის თანამონაწილეები, მებრძოლები და მშვიდობიანი მოსახლეობა იხსენებდა, კოდორის ხეობა, რომელიც აფხაზეთის სანაპიროს “ზემოდან” გადმოჰყურებს და ფაქტობრივად სტრატეგიული პოსტის მნიშვნელობას ასრულებდა, ხელისუფლებამ უბრძოლველად ჩააბარა რუსებს. ამის შემდეგ სოხუმისა და თბილისის ურთიერთობებში რეალური შედეგიანი წინგადადგმული ნაბიჯი აღარ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით ჟენევის სამიტებს, რომელიც სხვა არაფერია თუ არა დელეგაციების რამდენიმედღიანი მივლინება და დასვენება ევროპაში.ასეთ დროს დეფაქტო მინისტრი კონკრეტულ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ აფხაზეთი მზად არის ოფიციალურ თბილისთან სასაუბროდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან იჯდებიან ისეთი პოლიტიკოსები, როგორიც ბიძინა ივანიშვილი ან ირაკლი ალასანიაა. ივანიშვილი აფზაზთათვის პრაგმატული ქართველია, რომელმაც ახლახან მოვიდა ქართულ პოლიტიკაში და თუ მის მხარდამჭერთა აქტივს გადავხედავთ სააკაშვილის ნაცმოძრაობის რეალურ შემცვლელად შეიძლება მოვიაზროთ.ალასანია კი ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრია, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს, როგორც აშშ-ში ასევე თავად აფხაზურ ურთიერთობებში.ვფიქრობ ეს ის სიგნალია, რომელიც რადიკალურად განსვავდება დღევანდელი ხელისუფლების საომარი რიტორიკისგან და აფხაზ და ქართველ ხალხს შორის, ურთიერთობების აღდგენის რეალურ შესაძლებლობას აჩენს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts