planetanews Posted June 30, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 30, 2012 http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/06/0.jpgვანო მერაბიშვილი – პერსონა რომელიც შსს მინისტრის სავარძელს ჯერ კიდევ 2005 წელს მოერგო და ეს პოსტი 7 წელი უცვლელად ეკავა, პირველი პოლიციელი, ნაციონალების პარტიული იდეოლოგების ერთ-ერთი ყველაზე საამაყო, პოლიციის რეფორმის მთავარი მენეჯერი და შემსრულებელი. დღეს 30 ივნისს ვანო მერაბიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრად წარადგინეს,მან ნიკა გილაური შეცვალა. ნიკა სავარაუდოთ სასწავლებლად წავა, ან მისი წინამორბედების მსგავსად, რომელიმე მრჩევლის კაბინეტს დაიკავებს. მთავრობა სრული შემადგენლობით გადაყენებულია.ეს ფაქტი შეიძლება ითქვას ახალ თეზისადაც შეიძლება მივიჩნიოთ, სერიიდან “ზაფხულის პოლიტიკური თამაშები”.ახლა შევეცდები პოლიტიკური თვალსაზრისით ავხსნა დღევანდელი ფაქტის არსი და სამომავლო შედეგები. პოლიტიკური სცენარი, რომელიც ნაც. მოძრაობის იდეოლოგებმა მოიფიქრეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ასე გამოიყურება:1) ვანო მერაბიშვილი ნაც.მოძრაობის ერთერთი თუ არა ერთადერთი წარმატებული რეფორმის “მთავარი მენეჯერია”. მანდ დაამტკიცა, რომ იცის სისტემის შენება. თანაც იმ სისტემის, რომელსაც არცთუ დაბალი რეიტინგი აქვს საზოგადოებაში. მაგრამ ყველაზე მთავარი ეს არ არის. ბიძინა ივანიშვილმა თავის პირველ განცხადებაში და შემდეგაც არაერთხელ მოიხსენია პოზიტიურ კონტექსტში ვანო მერაბიშვილი, როგორც კარგი მენეჯერი და რეფორმატორი. სწორედ ეს გახლავთ ამ ნაც-მანევრის მთავარი იდეა. ივანიშვილის ამომრჩევლებში გაჩნდა კონკრეტული დადებითი მესიჯი, რომელიც მერაბიშვილის პერსონას ეხებოდა.ნიშანდობლივია, რომ ისევე როგორც მე, სააკაშვილმაც და ნაც. იდეოლოგებმაც შესანიშნავად იციან, კვლევების რეალური შედეგებისა და რეიტინგების შესახებ. იციან რომ პრეზიდენტის პერსონა ბევრად ჩამორჩება 2 ოპოზიციონერის პერსონის სიმპატიებს. ეს 2 პერსონა იცით ვინ არის? ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ალასანია. ამას დამატებული სხვა საკმაოდ პრესტიჟული და რეიტინგული ფოგურები, რომლებიც ივანიშვილის გვერდით არიან საგრძნობ უპირატესობას ინარჩუნებენ, ისეთი ფიგურების წინააღმდეგ როგორებიც არიან: ნუგზარ წიკლაური, გიორგი ასანიძე, რუსუდან კერვალიშვილი და სხვა. ანუ დღევანდელი რეალობა რადიკალურად განსხვავდება, 2008 წლის რეალობისგან, როცა მთელი ოპოზიციის მოწინააღმდეგე PR-ის თვალსაზრისით მხოლოდ 1 ქარიზმატული ლიდერი იყო – მიხეილ სააკაშვილი.დღეს სააკაშვილის რეიტინგი არნახულად დაბალია და არც აღდენას ექვემდებარება.ნაც. მოძრაობას აღარ აქვს საკმარისი დრო, რომ “შექმნას” ახალი პერსონა, რომელსაც გააპიარებს და შემდეგ პირველ ნომრად დააყენებს. (მაგალითად როგორც ადრე იყო ლადო გურგენიძე) არც დრო აქვს და არც ადამიანური რესურსი ალბათ, არავის უნდა ჩასაძირად გამზადებულ გემზე ყოფნა. ამიტომ არჩიეს მათ შედარებით ნაკლებადგატელევიზორებული წარმატებული მინისტრი. თუმცა კიდევ ერთხელ დავამატებდი ბიძინა ივანიშვილის პოზიტიური მესიჯების ზეგავლენასაც.2) კარგად ვიცით, რომ სააკაშვილისა და ნაც.მოძრაობის პოლიტიკა პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ, ისეთ ბრძოლის მეთოდებს მოიცავს, რომლის განსახორციელებლადაც აუცილებელია პოლიცია. უფრო სწორად პოლიტიკური პოლიცია. ზონდერ ორგანო, რომელიც ფულის გამო ყველაფერზეა წამსვლელი. ვანო ასეთი ორგანოს შეფი იყო. მაგრამ ფაქტია, რომ ეს ორგანო კარგად ვერ მუშაობდა. მიშას უფრო მეტი სჭირდებოდა. მას სურს რომ ერთ დღეს ბიძინა ივანიშვილი და ყველა მეოცნებე, რომლებიც ჯამში 60% მინიმუმ არიან გაქრნენ! რა ქნას? არ იცის… ვანო რადიკალურ ნაბიჯებს არ აპირებდა, რადგან კარგად იცოდა, რომ ეს მის პერსონალურ რეიტინგზე დადებითად არ იმოქმედებდა.მან ხომ ერთხელ უკვე განაცხადა, რომ პოლიტიკაში დარჩენას დიდხანს აპირებს?ამიტომ საჭიროა ვანოს ადგილას სხვა ადამიანის დანიშვნა. რომელიც ვანოსგან განსხვავებით ნაკლებად ამბიციური იქნება, ვინც უსიტყვოდ, თვალდახუჭული შეასრულებს მაღალის ბრძანებებს. ის იქნება ნაკლებად ცნობილი პოლიტიკური თვალსაზრისით.დავალება კი იქნება მხოლოდ ერთი: მუსრი გავავლოთ ოცნებას! ნებისმიერ ფასად!ზევით დავწერე, რომ ვანო ამბიციურია. დიახ, მას პოლიტიკაში ყოფნა სურს და არა ზონდერჯგუფების ოცმეთაურობა. ამიტომ როცა ეს სცენარი გააცნეს, დაუფიქრებლად დათანხმდა. თუმცა ჯერ კიდევ გაურკვევლობაშია, რადგან ამ სცენარის შედგენაში მას მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად სხვის დირექტივებზეა დამოკიდებული.გაურკვევლობაშია მიშაც. მას არ უყვარს როცა კონკურენტი ჰყავს. იგი მაღალია შესაბამისად, ყველაზე დიდი რეიტინგი სწორედ მას უნდა ჰქონდეს პარტიაში. მაგრამ იდეოლოგებმა დაარწმუნეს, რომ ასე უნდა გაეკეთებინათ.შესაბამისად მას მეორე ნომრად მოუწევს თამაში და ახლა მისი პოლიტიკური მომავალი “ვიღაცეების” ხელშია.ჩემთვის ხელისუფლების ამ მანევრით ბევრ რამეს აეხადა ფარდა. ნათელი გახდა, რომ ნაც. მოძრაობა კლანური ბრძოლის ეპიცენტრია, დღეს იქ ფიქრობენ, რომ მათთვის ყველაზე დიდი საფრთხე არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ მიხეილ სააკაშვილია! შესაბამისად ფიქრობენ, სუფთად ჩამოწერონ ის პოლიტიკური არენიდან. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts