Jump to content
Planeta.Ge

newstime.ge: ვინ გააკვირვა მერაბიშვილის გაპრემიერებამ და ვის ჩაბარდება შსს?


Recommended Posts

აგერ უკვე მეორე დღეა,რაც ინტერნეტ სივრცეში მიმდინარე დისკუსიებს ვაკვირდები.ვაკვირდები სხვადასხვა ფორუმებს,სოც.ქსელებს… აშკარაა , რომ ამ ეტაპზე,მიშისტები უფრო არ ელოდნენ მერაბიშვილის გაპრემიერებას,ვიდრე ოპოზიციის მხარდამჭერები.მეტ-ნაკლებად აქტიური მიშისტები,მერაბიშვილის გაპრემიერებამდე,დისკუსიებში სულ ამბობდნენ,რომ ელოდნენ სააკაშვილის გაპრემიერებას,მითუმეტეს მას შემდეგ,რაც ჰილარის გვერდზე მდგომმა სააკაშვილმა,როიტერის კითხვას,იქნება თუ არა იგი პრემიერ-მინისტრი,თავი აარიდა.ოპოზიციის მხარდამჭერების სრული უმრავლესობა ,მათ შორის მეც,ველოდით მიშას და ვანოს ამ ნაბიჯს,თუმცა,პირადად მე უფრო აგვისტო-სექტემბრისკენ ვვარაუდობდი მერაბიშვილის “გაპრემიერებას”.ეს ცვლილება ფორმალურ ხასიათს ატარებს,ვინაიდან ყველასათვის აქამდეც კარგად იყო ცნობილი,რომ სწორედ ვანო მერაბიშვილი იყო სააკაშვილის შემდეგ ფიგურა,რომელიც ქვეყანაში არსებული ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში თავის საკმაოდ “წონიან” სიტყვას ამბობდა და ნიკა გილაური,მხოლოდ “ფასადს” წარმოადგენდა.

მეორე დღეა არ წყდება დისკუსია იმასთან დაკავშირებით,თუ ვინ ჩაიბარებს შსს სამინისტროს.აღნიშნული სამინისტრო სააკაშვილის რეჟიმის ფაქტიურად მთავარი დასაყრდენია,შესაბამისად,უნდა ვივარაუდოთ,რომ ამ თანამდებობაზე ვიხილავთ მიშას და ვანოს მიერ შერჩეულ კანდიდატს,რომელიც აქამდეც მაღალ თანამდებობას იკავებდა და საზოგადოებისთვისაც კარგად არის ცნობილი. დისკუსია მიმდინარეობს 3 ძირითად კანდიდატზე,ესენი არიან : ბაჩო ახალაია,დიმიტრი შაშკინი,გიგა ბოკერია. სამივე მათგანი სააკაშვილის დიდი ნდობით სარგებლობს.პირადად მე მესამეს,ანუ ბოკერიას გამოვრიცხავ. გამოვრიცხავ იმიტომ,რომ ბოკერია არ არის ის ადამიანი,რომელმაც შეიძლება უხელმღვანელოს შსს-ს.ჩემი აზრით მას თავად არ ექნება ამის სურვილი. ბაჩო ახალია კი არის ადამიანი,რომელიც უხელმღძვანელებს ყველას და ყველაფერს,რასაც და ვისაც მიშა დაავალებს,შესაბამისად,უფრო ახალაიას კანდიდატურის წარდგენას ველოდები მიშას და ვანოს ტანდემისგან ხსენებულ თანამდებობაზე. თუ მინისტრად დიმიტრი შაშკინი მოგვევლინება,ეს იქნება ზუსტად ისეთივე ფასადური გადაადგილება,როგორიც გილაურის და ვანოს შემთხვევაში იყო,ანუ შაშკინი იქნება ფორმალური მინისტრი.ამ შემთხვევაში,ჩემი აზრით,საგამოცდო ცენტრის ახლად დანიშნული ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე,შაშკინის ამჟამინდელ ადგილს დაიკავებს და განათლების მინისტრი გახდება.

ნებისმიერ შემთხვევაში ფაქტია,რომ სააკაშვილი ვეღარ ნიღბავს საკუთარ პოლიტიკურ თამაშებს,შესაბამისად,უკვე ღია მოედანზეა გასული და უწევს,რომ ის ყველაფერი,რაც აქამდე კულუარებში ხდებოდა,ახლა უკვე ღიად,საზოგადოების დასანახად გააკეთოს. საინტერესო ის კი არ არის,ვინ დაინიშნება შსს მინისტრად,საინტერესოა ის,რომელ მინისტრს ვეღარ ვიხილავთ კაბინეტში,რომელსაც ორშაბათიდან მერაბიშვილი უხელმღვანელებს,რადგან “დღეს” სასწავლებლად წასული მინისტრი,დიდი ალბათობით,”ხვალ” სააკაშვილის ოპოზიციად მოგვევლინება.

http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/07/91257862.jpg

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...