planetanews Posted July 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2012 http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/07/1335572012-1-300x166.jpg შესავალი ვისაც გჯერათ, რომ სულ მალე სუპერთანამედროვე ქალაქი ლაზიკა გაშენდება, საქართველოს ყველა ქალაქი პარიზს და ნიცას დაემსგავსება და 37 ევროდ კიევში გადავფიქრდებით, წინ გადმოჯექით და ყურადღებით მომისმინეთ.ყველაზე ადვილი გზა, რომ ადამიანს თვალები აუხვიო, ფანტასტიკური და მისთვის სასურველი მომავლის შეთავაზებაა. სწორედ ასე ვტყუვდებით, აგერ უკვე რამდენი წელია, რეალურად კი სახეზეა:გაღატაკებული ერიფეშენებელური კურორტები, რომელთაც რიგითი ქართველის ჯიბე ვერ წვდებაუკანონოდ დაპატიმრებული ხალხიპოლიტიკური ნიშნით დევნა დახოცილი ახალგაზრდები და დაუსჯელი მკვლელებიდაკარგული ჯარისკაცები და ჯარისკაცებთან ერთად დაკარგული ტერიტორიებიპატიმრების წამებამშვიდობიანი აქციებისა და თავისუფალი ტელევიზიების დარბევა მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ვერც ერთი დაპირების ხორცშესხმა ვერ ვიხილეთ, მთავრობა ძალას არ იშურებს ახალ-ახალი დაპირებებითა და ენთუზიაზმით აგვავსოს. CNN-ის რეპორტაჟი ამბიცია თუ რეალობა? კითხვას CNN-ის ჟურნალისტი, დაიანა მეგნი სვამს.ნაწყვეტი მისი სიუჟეტიდან„52 სახეობის ჩიტი, ბაყაყები და ძროხები, თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობენ ამ ტერიტორიაზე. წარმოიდგინეთ, რომ აქ უნდა აშენდეს უმაღლესი სტანდარტების ქალაქი – ლაზიკა. ქალაქი, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს, იქნება საპორტო დამაკავშირებელი წერტილი (მათ შორის „აბრეშუმის გზის“ შემთხვევაში) და ქალაქი, რომელიც ბიზნესის სწორედ აქ დაბანდებისა და ეკონომიკის განვითარების საშუალებად იქცევა. საქართველოს მთავრობა, ფანტასტიკურ დაპირებებს იძლევა. შესაძლებელია კი, ეს რეალურად?“ერთერთი მაცხოვრებელი ამავე სიუჟეტში ამბობს: „რატომ უნდა იყოს ახალი ქალაქის აშენება საჭირო, მაშინ როდესაც აგერ არის ქალაქი ფოთი, უკვე არსებული ქალაქი, რომლის რეკონსტრუქცია გაცილებით მარტივი იქნებოდა?“„საქართველოს მთავრობის დაპირებით, ეს ქალაქი 5 წელიწადში აშენდება, ჯერჯერობით კი, ის ისევ ძროხებს ეკუთვნით, რომლებსაც აქვთ ცოტაოდენი დრო ტალახში ჩაწოლილები ლურჯი ცით დატკბნენ, დაიანა მეგნი, CNN, ლაზიკა, საქართველო“ – ასე მთავრდება სი-ენ-ენის რეპორტაჟი. რეალობა VS მთავრობის იდეები სანამ მთავრობა დაპირებებით იქაფებს პირს, ხოლო „ლაზიკაში“ ჯერ კიდევ ძროხების ყმუილი და ბაყაყების ყიყინი ისმის, მოდით, რეალობას გადავხედოთ.CNN-ის რეპორტაჟში, მაცხოვრებელის მიერ გამოთქმულმა აზრმა, ფოთელი ბლოგერის პოსტი გამახსენა, სახელად „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საჯუნგლეთში“, სადაც იმ საშინელ სიტუაციას აღწერს, რომელიც ფოთის სანაპიროზეა.რა თქმა უნდა კარგია, ლამაზი ქალაქი, სუპერთანამედროვე სიტუაციით, დასაქმების პერსპექტივითა და ზღვის ლამაზი ხედით, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან სასაცილოა მაშინ, როცა გვერდით მდებარე ქალაქ ფოთში „სანაპიროზე მისვლამდე უნდა გაჩერდეთ, დაფიქრდეთ, როგორ მიხვიდეთ დანიშნულების ადგილამდე ისე, რომ ან “ფუნაში” არ ჩაყოთ ფეხი, ან მაზუტით არ დაგესვაროთ ტერფები და კიდევ უარესი არ შეგერჭოთ – შპრიცი”ქართველი რომ არ ვიყო და არ ვიცოდე რა ხდება შავი ზღვის სანაპიროზე, მხოლოდ ბათუმი რომ მქონდეს ნანახი, ისიც ინტერნეტში ან ტელევიზორში და წარმოდგენა არ მქონდეს რა ხდება რეალურად, ვიფიქრებდი საქართველოს მთავრობა სავარაუდოდ ახალ ქალაქს ააშენებს და ამ ქალაქით მიღებულ მოგებას სხვა ქალაქების და ზოგადად ქართველების კეთილდღეობას მოახმარსთქო, ცოტათი შემშურდებოდა კიდეც და მოვიწონებდი ამ ყველაფერს, მაგრამ როცა ვიცი, რომ დაუსახლებელი ტერიტორიები კი არა, დასახლებული გვაქვს მისახედი, რომ ფოთის პორტი და მიმდებარე ტერიტორია სამარცხვინო მდგომარეობაშია, მიჩნდება კითხვა: „ რას ემსახურება ახალი ქალაქის იდეა რეალურად?“ როგორ გავისქელოთ ჯიბეები, ანუ რას ემსახურება „ფანტასტიკური გეგმები“ წარმოიდგინეთ, რომ ნაგებობაა ასაშენებელი. მიწის ნაკვეთზე, რომელიც 1000 კვ/მ-ია. აქედან 500კვ/მ-ზე საძირკველია აშენებული, დანარჩენი 500 ცარიელია. ცარიელ ადგილზე ახალი საძირკველის აშენებით „მშენებელთა ჯგუფი“ მეტ მოგებას ნახავს, რადგან დამქირავებელი საძირკველისთვისაც და დანარჩენი საქმიანობისთვისაც გადაიხდის, ძველი საძირკველი კი ისე დარჩება.რას იზამდა კარგი დამქირავებელი ამ დროს? მშენებელთა ჯგუფს არსებულ საძირკველზე მოსთხოვდა სამუშაოს გაგრძელებას და ნაკლები ფინანსები დაეხარჯებოდა.ამ შემთხვევაში: „დამქირავებლის ჯიბე“ – საქართველოს ბიუჯეტია. „მშენებელთა ჯგუფი“ - საქართველოს მთავრობა, რომელიც ახალი „საძირკველის“ დახმარებით მეტ ფულს ჩაიჯიბავს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მშენებლობის დასრულება ვერ მოასწრო.„ცუდი დამქირავებლები“ - სამწუხაროდ ჩვენ, ქართველები ვართ, ჩვენი ჯიბიდან ახალი საძირკველისთვის ფულის გაფლანგვას არ ვაპროტესტებთ და მშენებელთა ჯგუფს ვამდიდრებთ.სამაგიეროდ, „მშენებლები“ ფანტასტიკური დაპირებებით გვიხვევენ თვალებს, იმ დაპირებებით, რომლებიც ჯერჯერობით მხოლოდ ამბიციაა… შედეგები და ალტერნატივა უკვე ბევრჯერ მოვტყუვდით, ეს ერთი, მარტივი მაგალითია იმ უამრავიდან, რომელთა დახმარებითაც მთავრობამ ჩვენთვის თვალის ახვევა სცადა.დროა გავერთიანდეთ და უკეთესი მომავლისთვის ვიბრძოლოთ, დროა თვალები გავახილოთ და იმ გზას დავადგეთ, რომელიც რეალურად ქართული ოცნების ახდენას და არა ვიღაცის ჯიბის გასქელებას ემსახურება! View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts