planetanews Posted June 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 26, 2012 ამას წინათ ვფიქრობდი, რა აზრები უტრიალებს თავში ხოლმე მიშას როცა აქციებს უყურებს? როცა ხალხის ყიჟინა ისმის ტელევიზორიდან?როცა სიგნალებით შედის ავტოკოლონა ქალაქიდან ქალაქში.თბილისში 100 000-ს გადასცდა ხალხის ოდენობა!ქუთაისშიც ბევრი ხალხი იყო, ოზურგეთშიც.ხალხი აქციებზეა. ეს არავის უკვირს, მაგრამ…უკმაყოფილება ყველა მხრიდან. იმედი ამასთანავე. ნაკლები შიში დღითი დღე საზოგადოებაში. მეტი შიში ხელისუფლებაში.ჩამოუშლელი სისტემიდან 200 კაცი მიდის თუ გაუშვეს. (არც ერთი არ მიუთითებს სისტემის გამართულობაზე)პროცესის შესაჩერებლად გადადგმული ნაბიჯები ერთმანეთზე მეტი უაზრობა, სიყალბე და გაუმართლებელია.ხედავთ რა მასალაა ცვლილებებისთვის? რა მოცემულობაა ხელისუფლებაში მოსასვლელად? რა საფუძველია არ-შემდგარი სახელმწიფოს შესაქმნელად?და ამ დროს მიშა სად არის? რეზიდენციაში.ალბათ წყინს მიშას ეს ამბავი. იმიტომ კი არა რომ მისი “ღვაწლის დაუფასებლობა” აბრაზებს. არა, ეს კიდია, არაა სამაგისო ეგ კაცი.მიშას ის წყინს რომ თვითონ არაა მეორე მხარეს.მიშას თავად ენატრება ოპოზიციის ლიდერი, ქარიზმატული, ხმაურიანი, ემოცური, შეშლილ თვალებიანი მიშა!ენატრება ხალხის გულწრფელი ოვაციებიც, წინააღმდეგობა ძალადაკარგული, მაგრამ მაინც პრობლემების შემქმნელი ხელისუფლებისგან.ამოუვიდა მიშას ყელში დალაგებული ცხოვრება, ყვითელი ავტობუსებით შეხვედრაზე ნახირივით მირეკილი მასწავლებლებიც და გამგეობის თანამშრომლებიც.არაა სამაგისო კაცი ეგ.აღარ უნდა ეს პირადი თვითმფრინავი, ძვირადღირებული მასაჟისტი და იტალიაში საათის საყიდლად წასვლა.არც საკუთარი ნაშების ქვეყნის მმართველებად დანიშვნა უნდა.გულწრფელად არ უნდა მე ასე მგონია. არა იმიტომ რომ გონს მოვიდა და დაჭკვიანდა.უნდა რომ ავტობუსების კოლონას შემოუძღვეს თბილისში, ტრიბუნიდან ემოციურად მიმართოს შეკრებილ ხალხს, ამის ვამპირია მიშა, ენერგიას ასე იღებს ალბათ.კარგ ხასიათზე მაშინაა, როცა ერთი დარტყმით, ერთი ხელის მოსმით ანადგურებს, ცვლის, ამარცხებს. ალბათ ამიტომაც გაამართლა როგორც რევოლუციონერმა და ვერ გაამართლა როგორც მმართველმა.მახსოვს ერთხელ წამოსცდა: ოპოზიციის ადგილზე, ამ (ანუ მის) ხელისუფლებას 3ჯერ შევცვლიდიო (შევცვლიდიო თუ ჩამოვაგდებდიო)..ეგრეა მიშა ეგრე. შენ ახლა მანდ კი არა ბარიკადებთან უნდა იდგე, მეორე მხარეს, მებრძოლი, ხანდახან ჩაგრული, მაგრამ გამარჯვებისთვის განწირული მიშა!მიშას სიგიჟემდე უნდა ახლა ოპოზიციაში, უნდა რომ მომავალი იყოს, იმდენად რამდენად მიხვდა რომ უკვე წარსულია.http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/06/3659953152_625380cbb4_o.jpg View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts