Jump to content
Planeta.Ge

დებატები საქართველოზე


Recommended Posts

მანდ ბევრი გამოსვლა იქნება,როგორც ასეთი ისე ისეთი.მაგრამ მთავარია რომ დებატები შედგა,რასაც ნაცები გააფრთრებით ეწინააღმდეგებოდნენ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

 

 

ემიგრანტებო, დამეხმარეთ თარგმნაში

 

აუ კრიმინოლოგიის ლექტორი გამახსენდა ნახევრად ინგლისურად დამტვრეულრუსულნარევ გერმანული აქცენტით გაურკვეველ რაღაცას რომ გვიკითხავდა და აზრებს მისი ხელების ქნევით გამოხატული ემოციებით რომ ვხვდებოდით ხოლმე. :D

 

ზუსტად ეგეთი როჟა იყო კოპიო, ოღონდ ის ტალღოვან თმებზე ბრიოლინს ისმევდა ხოლმე ამ ბრიოლინს სულ თან დაათრევდა ჩანთით, ერთხელაც ფლაკონში ცოტა სუპერ წებო ჩავუმატეთ სტუდენტებმა და თმები გადასაგლეჯი გაუხდა, პანკივით გახდა ის ჩემისა აქეთ იქიდან თმები შუაში ზოლზე კი ახეული კარგა ბლომად ქოჩორი, თან ქუდსაც არ იფარებდა ასე ნაგიჟარივით დადიოდა. ნუ საქმე ვერ გაიხსნა. ცუღლუტი სტუდენტები ვერ გარიცხეს.

Edited by Dakaray
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

https://www.youtube.com/watch?v=FDcqPSRWmHU&feature=player_embedded

ნახეთ კაი რამეა :) დიდი არაა და რაც მთავარია ქართულია გაივსო ფორუმი უცხოური ვიდეოებით :)

მიშამ დებატებზე დედა უტირესო მარა ვინ ვის უტირა აღარ იძახის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მესამე გამომსვლელმა თქვა ოპოზიციაც და პოზიციაც უნდა დამშვიდნენო..

დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩატარდესო და მედია უნდა იყოს თავისუფალიო..

 

იმ პოლონელმა მილიარდერი ახსენა და რა შინაარსი მოაყოლა არ ვიცი..

რაღაც ირონიულად კი იღიმოდა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავიდან რუსებს მაგ საქმისათვის შალიკო ან გრეჩიხა ყავდათ, შემდეგ მარკოვი კუკავას და მშიერ კობას დაათრევდა საქართველოზე რუსული არაკების მოსაყოლად. ეხლა ბიძინას მთელი თანამხარჯველების ამალა წაასხეს არიქა რუსეთში ნაშოვნ(ვინ იცის როგორ) რუბლებს გეფიცებით საქართველოში "დიქტატურააო"(საამოა რუსის ყურისთვის ეს ორი სიტყვა ერთად). " სამი ტელევიზიითა და თითქმის ყველა გაზეთით ვიბრძვით სიტყვის თავისუფლებისათვის"-ო იხუვლა დემოკრატიული ნიანგის ცრემლებით თინა ხიდაშელმა, რატომ არ შეიძლება წინაასაარჩევნოდ მშიერ ადამიანებისათვის ანტენების დარიგებაო? გადასცეს რუსულ დემოკრატიაში დავაჟკაცებული ბიძინას გაკვირვება, ევროპელებს მისმა კლიენტებმა....თუ ვინმეს ღმერთი, ადონაი, კრშნა, ბრაჰმა ან ალაჰი გაუწყრება და საქართველოს დაიცავს რუსეთის წინააღმდეგ- როგორც ეს ლიტვის ექსპრეზიდენტ ვიტაუტას ლანძბერგისს მოუვიდა იგი არაადექვატურიაო დაასრულა თავისი ჩვეული კომკაშირულ-ისტერიული განცხადება თინა ხიდაშელმა(ეგებ როდესმე თინაც გახდეს ქართველი თუ არა რესპექტაბელური მაინც). Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. სტრასბურგში ევროპელმა კანონმდებლებმა საქართველოს შიდაპოლიტიკაზე, ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებსა და ქართულ ოპოზიციაზე ისაუბრეს. მათ აღნიშნეს საქართველოს პროგრესი დემოკრატიის განვითარების კუთხით და „მასთ ქერის“ პრინციპი დადებითად შეაფასეს.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სტრასბურგში ბიძინა ივანიშვილზეც იმსჯელეს და განაცხადეს, რომ პოლიტიკაში ოლიგარქების ყოფნა არასდროს მთავრდება კარგად.

ევროპარლამენტარ ანდრეას მავროიანისის განცხადებით, ისინი დაინტერესებულები არიან საქართველოსთან ურთიერთობების გამყარებით.

„ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს. არსესბობს ორი მოსაზრება, ერთი მხრივ, მთავრობა ცდილობს ხელი შეუშალოს ოპოზიცონერ კანდიდატს ივანიშვილს, მეორე მხრივ კი, ივანიშვილი თავის არათანაბარ ფინანსებს იყენებს საარჩევნო თამაშისთვის. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ საქართველოში არის დემოკრატიული კონკურენციის გარემო და ხმები არ იყიდება“, - აღნიშნა მავროიანისმა.

ევროპარლამენტარ ნიკოლაი ნორიცას თქმით, ევროპარლამენტი მხარს უჭერს და ყოველთვის მხარს უჭერდა წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს, რომელსაც შეუძლია ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილება.

„როცა ხელისუფლებაში ხარ, არ უნდა ინერვიულო ოპოზიციაზე. პრეზიდენტ სააკაშვილს აღელვებს ის ფაქტი, რომ პირველად ჰყავს გაერთიანებული ოპოზიცია. დემოკრატია არ არის ომი ტელევიზიებს შორის. კარგია, როცა არსებობს ერთზე მეტი სატელევიზო არხი. რომელიც სხვადასხვა მოსაზრებას გააცნობს მაყურებელს“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა და აღნიშნა, რომ მონოპოლიის საშიშროება მათ ქვეყნებშიც არსებობს, რაც დემოკრატიას პრობლემებს უქმნის.

კიდევ ერთი ევროპელი კანონმდებლის კრისტოფ ლიზეკის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ფულს არასწორად იყენებს.

„ქვეყანაში ოპოზიციის ახალი ლიდერი გამოჩნდა, რომელსაც დიდი ქონება აქვს და მისი ბიუჯეტი საქართველოს ეროვნულ ბიუჯეტს აღემატება. ეს ადამიანი ფულს არასწორად იყენებს. მან 18 ბრიტანული და ამერიკული კომპანია დაიქირავა. პოლიტიკაში ოლიგარქების ყოფნა არასდროს მთავრდება კარგად. ეს არის ჩემი მთავარი მესიჯი ქართული ოპოზიიცთვის“, - დასძინა ლიზეკმა.

ოლიგარქები პოლიტიკაში არც ევროპარლამენტარ ულრიკე ლუნაჩეკს მოსწონს. მისი თქმით, საჭიროა საარჩევნო კამპანიის დაფინანსების ტრასფარენტულობა.

„მეც არ მომწონს ოლიგარქები პოლიტიკაში. ის, თუ რამდენი ფული გაქვს, არ შეიძლება იყოს იმის კრიტერიუმი, აგირჩევენ თუ არა“, - განაცხადა ლუჩანეკმა და აღნიშნა, რომ ქართულ კანონმდებლობაში „მასთ ქერის“ პრინციპის გაზიარება პოზიტიური ნაბიჯი იყო.

ევროპარლამენტის კიდევ ერთი დეპუტატის ელმარ ბროკის შეფასებით, ოპოზიციას აქვს ხმების მოსყიდვის მცდელობა და მას, სავარუდოდ ოცჯერ მეტი ფული აქვს, ვიდრე სახელისუფლებო პარტიას.

„საჭიროა გარკვეული კონტროლი დაწესდეს ოპოზიციაზე", - დასძინა ბროკმა.

ვიტაუტას ლანდსბერგისის თქმით, არსებობს სამი ფაქტორი, რომელმაც შესაძლოა მომავალი არჩევნების დროს საქართველოში დესტაბილიზაცია და უცხო ქვეყნის მიერ სისხლიანი ინტერვენცია გამოიწვიოს. მან პირველ ფაქტორად რუსული ფულის დიდი ოდენობით ჩარევა დაასახელა.

„საშიშროებაა, რომ შემოიკრიბონ კორუმპირებული პოლიტიკოსები და ღარიბი ხალხი იმისთვის, რომ საქართველო ჩამოაშორონ ევროპულ პოლიტიკას და პრორუსული გეზი დაუბრუნონ მას. მეორე ფაქტორი არის მოახლოებული არჩევნების დროს ძლიერი სამხედრო წვრთნები საქართველოს საზღვრებთან. ალბათ, ქუჩის დაპირისპირების მოლოდინი. მთავარი საშიშროება კი, რუსეთის ფინანსური დაღმასვლა და სოციალური კრიზისია. რუსეთის მთავრობა შეეცდება, რომ ხალხის ყურადღება გარეშე მტერზე გადაიტანოს და განაახლოს სისხლიანი ძალადობა“, - დასძინა ლანდსბერგისმა.

http://news.ge/ge/news/story/21920-debatebi-evroparlamentshi

:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვნახე გამოსვლების ტექსტები. სააკაშვილი სიტყვებიც გამახსენდა "შესცენ იქო"

ამხელა გზას ხიდაშელი რას გადიოდა, მაგისთვის ხალხი აქაც მოიზებნებოდა.

ევროპარლამენტისგან მეტს არც მოველოდი, ძირითადად პოსტ საბჭოთა სივრციდან რუსოფობი ბალტიისპირელები, პოლონელები აკრიტიკებდენ ოლიგარხ ივანიშვილს და ახსენებდენ რუსულ ფულს.

სააკაშვილის წინააღმდეგ სერიოზული კრიტიკა ვერ ვნახე, იყო მხოლოდ რამოდენიმე გამოსვლაში ის, რომ უნდა მიეცეთ ერთნაირი პირობები ყველას მიუხედავად იმისა ოლიგარხია თუ არა.

ერთმა ისიც თქვა ასეთი გამოსვლები საქართველოს არ წაადგებაო და მოუწოდა ორივე მხარეს შეეკავებინათ თავი ლანზგვისგან.

საბოლოო სიტყვაში იყო მოწოდება ხელისუფლებისკენ რომ ჩაეტარებინა არჩევნები ნორმალურ პირობებში, თუ კი უნდათ რომ არჩევნების ლეგიმიტაცია სცნონ შემდეგ.

მოკლედ რომ ვთქვათ, ვერ ვნახე რომ იქ ვინმეს არგუმენტირებულად რაიმე ეთქვას ამ ხელისუფლების წინააღმდეგ და ყოფილიყო რაიმე სახით გაფრთხილება მაინც.

აი ამიტომ თქვა სააკაშვილმა შესცენ იქო და მართალიც იყო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მდა... ევროპამ მიაჩმორა ბიძინა.

არანაირი ანტი მიშა არ ყოფილა.

ბლა ბლა ბლა.

ეს სიქიმები კიდევ, სტრასბურგის გარეთ უნდა აწყობდნენ აქციებს, გამოფენებს, სურათებით, ფაქტებით, ცემის ვიდეოებით და სურათებით.

და ბოლოს პოლონელების და პრიბლატების წარმომადგენლობებთან და საელჩობთან ისტერიკას - ჩვენო საყვარელო ძმებო - ნუ შეგვაზიზღებთ თავს

ეს კაცი დაგვღუპავს და თქვენ დაგადანაშაულებთ პირველ რიგშIო.

არადა რომ დარჩება რომ დავიღუპებით ხომ ფაქტია.

არადა ევროპამ თუ არ შეჯორა რომ დარჩება ეგეც ხომ ფაქტია...

მოკლედ რა ბიძინა მაგარი სიქიმია რა...

აზრზე არ არის რა უნდა აკეთოს :D :D :D :D

მრჩეველებიც მაგარი კატლეტები ჰყავს,...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს კაცი დაგვღუპავს და თქვენ დაგადანაშაულებთ პირველ რიგშIო.

ვერავის ვერ დაადანაშაულებ, ყველაფერი ჩვენი ბრალია ..

 

გამოსვლა ან რაიმე ღონისძიება კი უნდა გაეკეთებინათ აუცილებლად..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

verusi

მშვიდობა შენს დაბრუნებას :020:

გადავეჩვიე აქაურობას, შეცვლილია ცოტა და ვერ ვნახულობ როგორ ვუპასუხო ჩემს არ ყოფნაში მოსულ გზავნილებს.

ტელევიზორში ხომ წაიღეს ტვინი ამ თემით დებატებზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

laci

აბა კიიი როგორ არააა.... ხოლოკოსტი ებრაელების ბრალი ყოფილა რა...

რა არის ჩემი ბრალი? ევროპარლამენტში დეპუტატები რომ ზიან, რომელიც სააკაშვილს ნაყიდი ჰყავს?

თუ ის რომ ევროკავშირი თავისი პოლიტიკის გატარების მიზნით საქართVელოს მოსახლეობას დედის ხვნაზე თანახმაა?

თუ ამერიკის ელჩის დღევანდელი განცხადებაა ჩემი ბრალი? სამართლიანი ჩარჩო არსებობსო? დედა მოვდღან ამათი! მაგენი ქართული სასამართლოთი უნდა ასამრთლო გემრიელად, მერე ქართულ ციხეში ჩასვა...

ბიძIნა,... დოუძახე რუსებს შენი დედაც მოვდღან... დავერიოთ ამერიკელებს.... იობანნი ვროტ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასე თუ ისე, ყინული დაიძრა. გარკვეული მიზეზების გამო, რუსეთთან გაფუჭებული ურთიერთობის გამო ძირითადად, თავის დროზე ყველა იკავებდა თავს კრიტიკისგან, რომ რუსეთის წისქვილზე არ დასხმულიყო წყალი. ამით რა თქმა უნდა სააკაშვილმა კარგად იხეირა.

ეხლა კი დაიწყეს. ეს ჯერ პირველი მერცხლებია გაფრენილი მესიჯად.

ოღონდ შემდეგში ამ უტვინო ცოლქმარის შემხვედრე არ უნდა იყოს მარტო.

ვიღაც ნორმალური უნდა გაუშვას, მეტად არგუმენტებით, ფაქტებით ესაუბრონ და არა მარტოდ უშუალოდ სხდომებზე, სხდომამდე უნდა ზირითადი მუშაობა.

ინფორმაციის მიტანა ვისთვისაც საჭიროა, პრესასთან, ტელევიზიებთან ურთიერთობა რომლებსაც კითხულობენ ევროპაში და უყურებენ, უსმენენ.

აქვე საელჩოები არ უნდა მოასვენონ. აქციებით მათ წინ, წერილებით, მიმართვებით.

სხვანაირად არაფერი გამოუვათ. სახსრები აქვთ და გამოიყენონ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...