planetanews Posted July 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 3, 2012 ორი აზრი 2 ივლისი, 2012 (All day) მომხრე Advocate name: გია ნოდია Advocate text: ბუნებრივი ცთუნებაა, ვანო მერაბიშვილის დანიშვნა პრემიერის თანამდებობაზე მხოლოდ მიმდინარე პოლიტიკის დინამიკიდან გამომდინარე ახსნა. ეს ლოგიკურიცაა: ყველაფერი, რასაც პოლიტიკოსები არჩევნების წინ აკეთებენ, მათში გამარჯვების ინტერესს ექვემდებარება.ამ კუთხით ორი რამ შეიძლება ვთქვათ. პირველი: ხელისუფლებას უნდა, წინასაარჩევნო პერიოდში მისი ქმედება მაქსიმალურად შეწყობილი და ეფექტური იყოს. ხელისუფლების შიგნითაც და გარეთაც (მათ შორის მის მოწინააღმდეგეთა შორის) ბევრი თვლის, რომ ვანო მერაბიშვილი ის კაცია, ვისაც სხვაზე უფრო შეუძლია ამ ამოცანის უზრუნველყოფა. მოწინააღმდეგე Opponent name: დავით ბერძენიშვილი Opponent text: სააკაშვილის ბოლოდროინდელი ცხოვრება მცდელობაა, დაემსგავსოს პუტინს მედვედევით და ეს ფენომენი გაიმეოროს. მაგრამ, ვფიქრობ, ეს მაინც უპერსპექტივო გათვლებია, რადგან ქართული საზოგადოება დღეს გაცილებით უფრო ძლიერია - ავტორიტარის და მისი ჯიბის პრემიერ-მინისტრის და სამომავლოდ, პრემიერ-მინისტრის და ჯიბის პეზიდინეტის ტანდემი არ გვემუქრება.ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნაციონალურ მოძრაობასა და სააკაშვილს თავის მერაბიშვილიანად, ბუნებრივია, სხვა საფიქრალი ექნება და არა საპრეზიდენტო არჩევნები. საპარლამენტო არჩევნები სააკაშვილისთვის ყოფნა-არყოფნის საკითხია. liberali.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts