planetanews Posted July 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2012 http://rustavi2.com/news_photos/07_12/61255.jpg ვანო მერაბიშვილმა პარლამენტარებს ოფიციალურად წარუდგინა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა. თავისი ახალი გუნდის წევრებზე საუბრის გარდა, პრემიერობის კანდიდატმა მთავრობის სამოქმედო გეგმაც წარადგინა. მან ძირითადი ყურადღება უმუშევრობის დაძლევაზე, ჯანდაცვასა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე გააკეთა.მერაბიშვილის განცხადებით, მისი ოცნება სოფლის გამდიდრება და განვითარებაა.`ჩემი პირადი ოცნებაა საქართველოს სოფელი განვითარდეს, საქართველოს გლეხი იყოს მდიდარი, სოფელი იყოს მდიდარი, რაც იქნება საწინდარი და საფუძველი საქართველოს სახელმწიფო სიძლიერისა,`- განაცხადა მომავალმა პრემიერმა. ვანო მერაბიშვილმა დასაქმების მინისტრის პოსტის შემოღებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დღესდღეობით, როცა ქვეყნის უმთავრესო გამოწვევა უმუშევრობაა, ეს სამინისტრო იქნება ერთგვარი ხიდი მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის, რომელიც დასაქმების პრობლემას მოაგვარებს.სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველა პოლიციელს გაწეული სამსახურისთვის და აღნიშნა, რომ ქართული პოლიცია კვლავაც იქნება რეფორმების მთავარი გამტარებელი ქვეყანაში.სამთავრობო პროგრამას და მინისტრთა განახლებულ კაბინეტს პარლამენტი ნდობას დღეს გამოუცხადებს. პარლამენტში ყველა მინისტრი მივიდა, გარდა საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძისა და იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილისა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts