planetanews Posted July 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2012 http://rustavi2.com/news_photos/07_12/61256.jpg თბილისის წყალმომარაგების კომპანიის კონტრაქტორი კომპანია `კრისტალის` დირექტორი ლევან დაუთაშვილი სამართალდამცველებმა დაკითხვის შემდეგ დააკავეს. საქმე ეხება გუშინ ლილოს დასახლებაში მომხდარ ინციდენტს, სადაც კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე მოთავსებული ერთ-ერთი ავზიდან ქლორმა გაჟონა. შედეგად 73 ადამიანი მოიწამლა, რომელთაგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.ქლორის გაჟონვის საქმეს ისანი-სამგორის რაიონული პოლიცია იძიებს. წინასწარი ინფორმაციით, ავზი, საიდანაც ქლორმა გაჟონა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კონტრაქტორ ფირმა `კრისტალს` ეკუთვნოდა. ფირმა გაერთიანებული წყალმომარაგების მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულია. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts