Jump to content
Planeta.Ge

ერორი- სააკაშვილმა ახალი მინისტრები წარადგინა


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/07_12/61260.jpg

 

მიხეილ სააკაშვილმა ახლად დანიშნული მინისტრთა კაბინეტის წევრები უკვე წარადგინა სამინისტროებში. პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, პირველ რიგში, განათლების სამინისტროში მივიდნენ, სადაც თანამშრომლებს ხატია დეკანოიძე წარუდგინეს.

სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას, პრეზიდენტმა განსაკუთრებულად აღნიშნა ხატია დეკანოიძის დამსახურება პოლიციის აკადემიის რეფორმირებაში და მას რეფორმების გარგრძელება საგანმანათლებლო სისტემაშიც მოსთხოვა.

"კარგია, რომ ხატიას აქვს დიპლომატიური გამოცდილება. ის ამერიკაში მუშაობდა რამდენიმე წელიწადი, ძალიან ცუდ დროში. პოლიციის აკადემია ნულიდან ააწყო და პოლიციის აკადემია პოლიციური დაწესებულება არ არის - საგანმანათლებლო დაწესებულებაა", - აღნიშნა სააკაშვილმა.

შემდეგი შეხვედრა კი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. დიმიტრი შაშკინის წარდგენისას, პრეზიდენტმა ის, როგორც წარმატებული მენეჯერი, დაახასიათა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, თავდაცვის სფერო მნიშვნელოვანია, რადგან ახლა აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება და მინისტრის თანამდედბობაზე დიმიტრი შაშკინის ყოფნასაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

"მან გაატარა ყველა სფეროში, სადაც იყო, ძალიან მნიშვნელვანი და სასიკეთო რეფორმები. არის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი საუკეთესო, ქართველი პატრიორტი, რომელსაც მე ვიცნობ. დიმას ექნება ძალიან საინტერესო იდეები, ის მართაც იდეების გენერატორია, როგორც ხელმძღვანელი, არის ძალიან კოლეგიალური ადამიანი, ძალიან დემოკრატიული და თავმდაბალი;

"საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აქვს ყველაზე მაღალი ავტორიტეტი ყველა სახელმწიფო დაწესებულებას შორის და ეს არის როგორც ჩვენი ოფიცრების, სერჟანტების, ჯარისკაცების დამსახურება, ისე სწორი ხელმძღვანელობის და სწორი კურსის დამსახურება. რომ არა საქართველოს შეიარაღებული ძალები, ჩვენი ქვეყანა დღეს, როგორც სახელმწიფო, არ იარსებებდა", - აღნიშნა სააკაშვილმა.

ბოლოს კი, პრეზიდენტი შსს-ში მივიდა, სადაც პოლიციის თანამშრომლებს უწყების ახალი ხელმძღვანელი - ბაჩო ახალაია - წარუდგინა.

"ბაჩო ახალაია არ არის უცხო ადამიანი და მას როგორც ძალიან ბევრი მომხრე, ისე ბევრი მტერი ჰყავს. მას ბევრი მტერი ჰყავს ძალიან კონკრეტული მიზეზების გამო. როდესაც ჩვენ ის დავნიშნეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელად, ერთმა ჩემმა მეგობარმა და ჩვენი მთავრობის მხურვალე მომხრემ დამირეკა და მითხრა, რომ მგონი ცუდად მიდის ჩვენი საქმე, 26 წლის ბიჭი ამას ვერ გაქაჩავსო. გაქაჩა და ძალიან კარგადაც გაქაჩა. ჩვენთან კრიმინალური სტრუქტურა ეს იყო კანონიერი ქურდები, ქუჩის დანაშაული, ციხიდან დანაშაულის მართვა და სკოლებში დანაშაული. პირველი ორი მოვკეტეთ, პირველი - მთავრობა გამოვაცალეთ და მივიღეთ კანონი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, მეორე გავაჩერეთ იმის ხარჯზე, რომ მოვახერხეთ ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპით ქუჩის დანაშაულის ალაგმვა, მესამე იყო ძალიან რთული, ე.წ. ვაზვრატები ხდებოდა ციხიდან, ერთი-ორი ჩვენი მინისტრიც გახდა ამის მსხვერპლი, მათ ციხიდან ურეკავდნენ, ფული გადმოგვირიცხეთო და ახალაიამ მოახერხა ამის ჩაკეტვა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...