planetanews Posted July 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ჰერმან ვან რომპეი, ჩამოვიდა. ევროპელი დიპლომატი და პოლიტიკოსი თბილისში, კავკასიური ტურნეს ფარგლებში, იმყოფება. ვან რომპეი, დღის ბოლოს, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმოამადგენლებს შეხვდა, სადაც განხილვის მთავარ თემას საქართველოში საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო გარემო წარმოადგენდა. ჰერმან ვან რომპეიმ ერთ-ერთი პირველი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართა. მოლაპარაკების მთავარი თემა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და უვიზო მიმოსვლაზე დაწყებული დიალოგი იყო. დღის ბოლოს, ჰერმან ვან რომპეი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. მოლაპარაკების მთავარი თემა ევროკავშირთან ინტეგრაციასთან ერთად, სამთავრობო ცვილებების და მოახლოებული არჩვენები იყო. შემოდგომაზე, არჩევნებზე, ევროკავშირი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლობითი დელეგაციის გამოგზავნას აპირებს. ერთობლივ ბრიფინგზე, მიხეილ სააკაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ჰერმან ვან რომპეის დამოკიდებულება და და ის მოწოდებები გაიხსენა, რომლიც ევროკავშირის მხრიდან რუსეთის მისამმარტით კეთდებოდა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts